საქართველოს პოლიტიკური კრიზისი (2007)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ 2 ნოემბერს.
აქციის დასაშლელად 7 ნოემბერს პოლიციამ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. (ვარდების რევოლუციის მოედანი)

საქართველოს პოლიტიკური კრიზისი 2007 წლის ნოემბერში განპირობებული იყო რიგი მოვლენებით, რომლებიც 3 ნოემბერს დაწყებულ სახალხო საპროტესტო აქციას უძღოდა წინ. აქცია დასრულდა პოლიციის მიერ მის მონაწილეთა დაშლით ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებითა და ქვეყენაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით. კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

მოვლენების ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი მოვლენები, რომლებმაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია:

  • 27 სექტემბერი : ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრობის დროს ფულის გამოძალვის, ფულის გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააპატიმრეს. [3]
  • 28 სექტემბერი : პარლამენტის წინ ოქრუაშვილის გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნების და საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. [4][5]
  • 8 ოქტომბერი : ოქრუაშვილმა უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები ”პოლიტიკური დივიდენდების მიღებას” ისახავდა მიზნად მისთვის და ბადრი პატარკაციშვილისთვის. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ოქრუაშვილმა ასევე აღიარა დანაშაული ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში. მოგვიანებით, 10 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ ის გაათავისუფლეს. თუმცა, გაურკვეველია, ვინ გადაიხადა გირაო. [7]
  • 10 ოქტომბერი : ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილმა უარყო თავისი განცხადებები, განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულმა ”რთულმა სიტუაციამ” შესაძლოა აიძულოს ის პოლიტიკაში მოვიდეს. [8]
  • 11 ოქტომბერი : ოქრუაშვილის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკიდან მიდის. [9]
  • 17 ოქტომბერი : ათმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ერთობლივ კამპანიას აწარმოებს, თავისი პრიორიტეტები გაახმოვანეს 12-პუნქტიან მანიფესტში. იმავე დღეს კოალიციამ ოთხი მთავარი მოთხოვნა გაახმოვანა. [10][11]
  • 19 ოქტომბერი : ქუთაისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქცია ოპოზიციის კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ მასობრივ საპროტესტო აქციას წინ უძღვის.
  • 22 ოქტომბერი : ათი პარტიისგან შემდგარი კოალიცია პერმანენტული აქციების შესახებ განცხადებას აკეთებს.[12]
  • 23 ოქტომბერი : რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში.[13]
  • 28 ოქტომბერი :
    • ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ იგი ოპოზიციას დააფინანსებს, რათა მათ ”ცივილიზებული გზით” გამართონ აქციები.[15]
    • ზუგდიდში ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მმართველი პარტიის მხარდამჭერები თავს დაესხნენ და სცემეს ორი ოპოზიციონერი დეპუტატი და რამდენიმე აქტივისტი.[16][17]
პოლიცია ხელკეტებით სცემს მომიტინგეს.
  • 1 ნოემბერი : რეგიონებიდან ათასობით ადამიანი ჩამოვიდა საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად.[19]
  • 2 ნოემბერი : ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე. მოგვიანებით იმავე დღეს ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღესთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.[20]
  • 3 ნოემბერი : ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია განაახლა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მათი მთავარი მოთხოვნა იყო.[21]
  • 7 ნოემბერი :
    • პოლიციამ აქციის დასაშლელად პარლამენტის წინ ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი გამოიყენა.[22]
    • ნიღბიანმა პირებმა ტელეკომპანიების „იმედი“ და „კავკასია“ სტუდიები დაარბიეს, რის გამოც ამ ტელეკომპანიების მაუწყებლობა გამოირთო.[23]
    • პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისში საგანგებო ვითარება გამოაცხადა.[24]
  • 8 ნოემბერი :
    • საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ორმა ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.[25]
    • დილით, 11 საათისთვის, ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმმა სტუდენტური აქცია დაშალა.[26]
    • საქართველოს მიერ სამი რუსი დიპლომატის გაძევებას რუსეთმა ასევე სამი ქართველი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.[27]
    • პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის იანვარში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი დანიშნა.[28]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი კორუფციის მოტივით დააპატიმრეს. სივილ ჯორჯია. 25 სექტემბერი, 2007.
  2. ოქრუაშვილი ყოფილ მოკავშირეებზე იერიშს განაგრძობს. სივილ ჯორჯია. 26 სექტემბერი, 2007.
  3. ოქრუაშვილი დააპატიმრეს. სივილ ჯორჯია. 27 სექტემბერი, 2007.
  4. ოპოზიცია ”საარჩევნო რევოლუციის” შესახებ აფრთხილებს. სივილ ჯორჯია. 29 სექტემბერი, 2007.
  5. ოპოზიცია საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს. სივილ ჯორჯია. 28 სექტემბერი, 2007.
  6. სააკაშვილი: ოქრუაშვილის ბრალდება სიცრუეა. სივილ ჯორჯია. 29 სექტემბერი, 2007.
  7. ოქრუაშვილი დანაშაულს აღიარებს და სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებს უარყოფს. სივილ ჯორჯია. 8 ოქტომბერი, 2007.
  8. პატარკაციშვილი პოლიტიკაში წასვლას არ გამორიცხავს. სივილ ჯორჯია. 10 ოქტომბერი, 2007.
  9. ოქრუაშვილი ’ამ ეტაპზე’ პოლიტიკას ჩამოცილდება. სივილ ჯორჯია. 11 ოქტომბერი, 2007.
  10. ოპოზიციამ პოლიტიკური პრიორიტეტები წარმოადგინა. სივილ ჯორჯია. 17 ოქტომბერი, 2007.
  11. გაერთიანებული ოპოზიცია სააკაშვილსა და ბურჯანაძეს 4 მოთხოვნით მიმართავს. სივილ ჯორჯია. 17 ოქტომბერი, 2007.
  12. ოპოზიცია რეგულარული საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს. სივილ ჯორჯია. 22 ოქტომბერი, 2007.
  13. ბათუმში ოპოზიციამ ხალხმრავალი აქცია გამართა. სივილ ჯორჯია. 24 ოქტომბერი, 2007.
  14. ოპოზიცია ”ზომიერ” კამპანიას ახორციელებს. სივილ ჯორჯია. 26 ოქტომბერი, 2007.
  15. პატარკაციშვილი ოპოზიციის საპროტესტო კამპანიას დააფინანსებს. სივილ ჯორჯია. 29 ოქტომბერი, 2007.
  16. სუბარი ხელისუფლებას ”საპროტესტო აქციებისადმი შეუწყნარებლობის” გამო აკრიტიკებს. სივილ ჯორჯია. 29 ოქტომბერი, 2007.
  17. ოპოზიცია ზუგდიდის დარბევაში მონაწილეთა ადეკვატურ დასჯას ითხოვს. სივილ ჯორჯია. 30 ოქტომბერი, 2007.
  18. არჩევნების თარიღზე კომპრომისი გამორიცხულია. სივილ ჯორჯია. 1 ნოემბერი, 2007.
  19. საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. სივილ ჯორჯია. 2 ნოემბერი, 2007.
  20. საპროტესტო აქციის ფონზე ხელისუფლება კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. სივილ ჯორჯია. 2 ნოემბერი, 2007.
  21. ოპოზიცია სააკაშვილის გადადგომას ითხოვს. სივილ ჯორჯია. 3 ნოემბერი, 2007.
  22. სპეცდანიშნულების რაზმმა საპროტესტო აქცია დაშალა. სივილ ჯორჯია. 7 ნოემბერი, 2007.
  23. ტელეკომპანია ”კავკასია” გაითიშა. სივილ ჯორჯია. 7 ნოემბერი, 2007.
  24. თბილისში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა, ორმა ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. სივილ ჯორჯია. 7 ნოემბერი, 2007.
  25. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა, ორმა ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. სივილ ჯორჯია. 8 ნოემბერი, 2007.
  26. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში სტუდენტური აქცია დაშალეს. სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ნოე.'07 / 13:49
  27. საქართველო სამი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. სივილ ჯორჯია. 8 ნოემბერი, 2007.
  28. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს 5 იანვარს - სააკაშვილი. სივილ ჯორჯია. 8 ნოემბერი, 2007.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]