ძუსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძუსა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სათავე რაჭის ქედი
42°21′06″ ჩ. გ. 43°03′26″ ა. გ. / 42.351694° ჩ. გ. 43.057472° ა. გ. / 42.351694; 43.057472
შესართავი ბუჯა
42°09′21″ ჩ. გ. 43°02′28″ ა. გ. / 42.155944° ჩ. გ. 43.041306° ა. გ. / 42.155944; 43.041306
სიგრძე 25 კმ
აუზის ფართობი 111 კმ²
ძუსა — საქართველო
ძუსა
ძუსა
ძუსა — იმერეთის მხარე
ძუსა
ძუსა
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი

ძუსა — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ტყიბულის, თერჯოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში,[1][2] მდინარე ჩოლაბურის მარჯვენა შემდგენელი. სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 25 კმ, აუზის ფართობი 111 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალმცირობა იცის ზამთარში, წყალდიდობა გაზაფხულზე, წყალმოვარდნები — ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,55 მ³/წმ.

ერთვის მდინარე ბუჯას და წარმოქმნის ჩოლაბურს.[3]

ვახუშტი ბატონიშვილის შრომაში „აღწერა სამეფოჲსა საქართველოჲსა“ მოხსენიებულია მდინარე „ზუსა“, რომელმაც შემდგომში ფონეტიკური ცვლილება განიცადა. აგრეთვე, ნახსენებია „კანკიბე“ — ბოგირი მდინარე ზუსაზე.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ძუსა&oldid=3996405“-დან