ჩოლაბური
იერსახე
| ჩოლაბური | |
|---|---|
|
ჩოლაბური ქ. თერჯოლასთან | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
| სათავე |
ბუჯის და ძუსის შესართავი 42°09′21″ ჩ. გ. 43°02′28″ ა. გ. / 42.155944° ჩ. გ. 43.041306° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 170 მ |
| შესართავი |
ყვირილა 42°10′18″ ჩ. გ. 42°54′32″ ა. გ. / 42.171833° ჩ. გ. 42.908972° ა. გ. |
| სიგრძე | 22 კმ |
| აუზის ფართობი | 565 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 11,4 მ³/წმ |
|
| |
ჩოლაბური — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი. წარმოიქმნება მდინარეების ძუსისა და ბუჯის შეერთებით, ზღვის დონიდან 170 მ სიმაღლეზე. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 565 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე ახასიათებს წყალდიდობა, შემოდგომასა და ზაფხულში — წყალმოვარდნები, ზამთარში — წყალმცირობა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 11,4 მ³/წმ.
ციტატა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ხოლო კვალად ყვირილას ერთვის, ძევრის-წყლის შესართავს ზეით, ჩრდილოდამ, ჩოლაბური. ეს გამოსდის ნაჯიხურევის მთას და დის ჭალა-ტყემდე ჩრდილოდან სამხრეთით, და ჭალა-ტყიდამ აღმოსავლეთიდამ დასავლეთად“ | |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 146.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 153 — თბილისი, 1941