კაპანაძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაპანაძეებიქართული გვარი. ქართულ საისტორიო საბუთებში მოიხსენიება XV საუკუნიდან. კაპანაძისეული მამული მოხსენებულია მუჯისეთუბანში 1558 წლის ერთ-ერთ საბუთში, ამ მამულს ქუთაისის საყდრის გადასახადი სდებია. ამჟამად კაპანაძეები ცხოვრობენ იმერეთში, ოდიშში, გურია-აჭარაში, სამცხეში, ქართლში, კახეთში და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ხაშურის და ლაგოდეხის მხარეებში. საქართველოში კაპანაძეთა საერთო რიცხვი 18 550-ს აჭარბებს. ლიხთიმერს და ლიხთამერს, ზოგიერთ ადგილებს სახელად შემორჩა კაპანაძეთა გვარის სახელი: „კაპანაძეები“ — სოფელ კორბოულის უბანი იმერეთში და სოფელ ფლევის უბანი — ქართლში, „კაპანაანთ სახნავი“ — ქართლის სოფელ თერეგვანში, „კაპანაძის წყარო“ გურიის სოფელ წყალწმინდაში და სხვა.

ცნობილი კაპანაძეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1429-1452 წლებში დემეტრე მეფემ სასისხლო სიგელი დაუმტკიცა დავით კაპანაძეს.
  • XVII საუკუნეში ჩხარის ციხის მეციხოვნეები იყვნენ დათვია და სეტია კაპანაძეები.
  • XVIII საუკუნეში სვერის ციხის მეციხოვნე იყო დათია კაპანაძე. ამავე საუკუნეში საბუთებში მოიხსენიებიან ხუცესი მახარებელი და ხუცესი გიორგი კაპანაძე.
  • XVII-XVIII საუკუნეებში იმერელი კაპანაძეები შიდა ქართლში თავადი ფალავანდიშვილების, ამირეჯიბებისა და ამილახვარების მამულებშიც დამკვიდრდნენ.
  • XVII საუკუნეში საამილახვროს კაპანაძეები აზნაურის ხარისხში ამაღდლდნენ. ამავე საუკუნეში აზნაურ კაპანაძეებს ამოწყვეტილი აზნაურების, იალღუზიშვილების მამული ებოძათ „ყოვლითა გულსავსებითა“.
  • 1812 წლის რუსებისა და ფრანგების ომში თავი გამოიჩინა გრიგოლ კაპანაძემ.
  • კაპანაძეთა გვარის მეომრები, გლეხები კომლზე კაცად და აზნაურები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთისა და ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშეებში თავად წერეთელთა და ამილახვართა დროშებს ქვეშ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]