ლეონტიევი დაიბადა მიუნხენში, თუმცა იზრდებოდა პეტროგრადში, ეკონომიკის პროფესორ ვასილი ლეონტიევისა და მისი მეუღლის, ზლატა ბენციონოვნა ბეკერის ოჯახში.[6] ვასილის დედამ გადაწყვიტა შვილი სასწავლებლად გინმაზიაში არ შეეყვანა და თვითონ დაკავებულიყო მისი აღზრდა-განათლებით. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა უცხო ენების შესწავლას — 15 წლის ვასილი თავისუფლად ფლობდა ძირითად ევროპულ ენებს. სხვა საგნებში მას ასწავლიდნენ სტუდენტი-რეპეტიტორები. 13 წლის ასაკში ჩაირიცხა და ორი წლის შემდეგ დაასრულა შრომითი სკოლა, რის შემდეგაც მას უნივერსიტეტში მოხვედრის უფლება მიეცა. მაგრამ სასწავლებლის ხელმძღვანელობა არც თუ ისე სწრაფად დაეთანხმა 15 წლის ბიჭის უნივერსიტეტში ჩარიცხვას. 1925 წელს დაასრულა სწავლება ლენინგრადის უნივერსიტეტშიფილოსოფია-სოციოლოგიის მიმართულებით.
↑Василий Леонтьев-старший происходил из петербургского старообрядческого купеческого рода. Злата (Евгения) Бенционовна Бекер родилась в семье состоятельного одесского торговца Бенцион-Анчл Бекера.