ართურ ლევისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სერ უილიამ ართურ ლევისი (დ. 23 იანვარი, 1915 — გ. 15 ივნისი, 1991) — ამერიკელი ეკონომისტი, პოლიტიკური ეკონომიკის პროფესორი პრინსტონის უნივერსიტეტში.[1] საქვეყნოდ ცნობილი მის მიერ გაწეული წვლილით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. 1979 წელს ართურ ლევისს მიენიჭა ნობელის პრემია ეკონომიკაში. ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა სენტ-ლუსიის და ბრიტანეთის.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა კასტრიში, სენტ-ლუსიაში, რომელიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ ბრიტანეთის ვინდვორდის კუნძულების ფედერალური კოლონიის ნაწილი იყო. მისი მშობლები, ჯორჯ და იდა ლევისები ანტიგუადან იყვნენ მიგრირებულნი საუკუნის დასაწყისში და უილიამი მათი ხუთშვილიანი ოჯახის მეოთხე შვილი იყო. ჯორჯ ლუისი გარდაიცვალა როდესაც არტური შვიდი წლის იყო, რის შემდეგაც იდამ ხუთი შვილი მარტომ გაზარდა. ართური განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლე იყო და ორი კლასით დააწინაურეს[2]. 14 წლის ასაკში კი, სკოლის დამთავრების შემდეგ, ლუისი კლერკად მუშაობდა, სანამ უნივერსიტეტის მისაღები გამოცდის ჩაბარებას შეძლებდა. ამ პერიოდში იგი დაუახლოვდა ერიკ უილიამსს, ტრინიდადი და ტობაგოს მომავალ პირველ პრემიერ მინისტრს და ისინი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდნენ[3].

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ლუისის თავდაპირველი სურვილი იყო გამხდარიყო ინჟინერი. შემდეგ მან საბოლოოდ შეიცვალა აზრი და გადავიდა ეკონომიკაში, რადგან ბრიტანული კოლონიების მთავრობებმა და კომპანიებმა, მაგალითად სენტ- ლუსიამ, უარი თქვეს შავკანიანთა დაქირავებაზე. 18 წლის ასაკში იგი სტიპენდიის მოსაპოვებლად წავიდა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. ლევისი იყო არა მარტო პირველი შავკანიანი, ვინც მიიღო LSE– უნივერსიტეტმა, არამედ ჩარიცხვისას ის ისეთივე წარმატებული იყო, როგორც სკოლაში. ლევისის აკადემიური უნარების უპირატესობა ყველამ შენიშნა და აღფრთოვანებული იყვნენ მისით. 1937 წელს მიიღო ბაკალავრის წოდება და სწავლა გააგრძელა დოქტორანტურაში. სამეცნიერო ხარისხი 1940 წელს ლონდონის ეკონომიკის სკოლაში (LSE) არნოლდ პლანტის მეთვალყურეობით მიიღო. 1947 წელს დაოჯახდა, მას და მის მეუღლეს, გრედის იაკობს ორი გოგონა შეეძინათ.

1947 წელს ლევისი აირჩიეს მანჩესტერის უნივერსიტეტის ლექტორად, სადაც ოჯახთან ერთად გადავიდა. ის მანჩესტერში 1957 წლამდე ასწავლიდა. ამ პერიოდში მან ჩამოაყალიბა რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეფცია განვითარებად ქვეყნებში კაპიტალის და ხელფასების შესახებ. იგი განსაკუთრებით ცნობილი გახდა ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო, რადგან ყოფილმა კოლონიებმა დაიწყეს დამოუკიდებლობის მოპოვება ევროპელებისგან.

ლევისი ეკონომიკურ მრჩევლად მსახურობდა აფრიკის და კარიბის მრავალ მთავრობაში, როგორებიც არის: ნიგერია, განაა, ტრინიდადი და ტობაგო, იამაიკა და ბარბადოსი.

როდესაც 1957 წელს განაამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მისმა მთავრობამ ლუისი დანიშნა პირველ ეკონომიკურ მრჩევლად. ართურ ლევისი დაეხმარა პირველი ხუთწლიანი განვითარების გეგმის ჩამოყალიბებაში (1959–63)[4].

1959 წელს ლევისი დაბრუნდა კარიბის ზღვის რეგიონში და დაინიშნა ვესტ ინდოეთის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერად. 1963 წელს ეკონომიკაში შეტანილი წვლილის გამო ლევისი გახდა რაინდი.

ნაშრომები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ართურ ლევისის საზოგადოებრივი კოლეჯი, სენტ-ლუსია, დაერქვა მის საპატივცემულოდ.
  • 2007 წელს მანჩესტერის უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსს მისი სახელი, ართურ ლევისის კორპუსი დაერქვა, რადგან მეცნიერი აქ კითხულობდა ლექციებს რამდენიმე წლის განმავლობაში სამთავრობო თანამდებობაზე გადასვლამდე.
  • სოციალურ და ეკონომიკური კვლევების სერ ართურ ლევისის სახელობის ინსტიტუტი ვესტ ინდოეთის უნივერსიტეტში.
  • სერ ართურ ლევისის პორტრეტი არის აღმოსავლეთ კარიბის ფულის 100 დოლარიან კუპიურზე.
  • რობერტსონ ჰოლის მთავარი დარბაზს დაარქვეს ართურ ლევისის აუდიტორია ვუდრო ვილსონის საზოგადო და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში, პრინსტონის უნივერსიტეტში.

ძირითადი ტერმინები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ლევისის მოდელი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევისმა 1954 წელს გამოაქვეყნა, თუ რა იყო მისი უმნიშვნელოვანესი სტატია: „ეკონომიკური განვითარება შრომის შეუზღუდავი მასალებით“ (მანჩესტერის სკოლა). [5] ამ პუბლიკაციაში მან ის, წარმოადგინა თუ რას უნდა რქმეოდა სახელი „ორმაგი სექტორის მოდელი“, ანუ „Lewis model“.

ლევისმა გააერთიანა განვითარებული ქვეყნების ისტორიული გამოცდილების ანალიზი კლასიკური ეკონომისტების ძირითად ნააზრევთან, რათა შეექმნა განვითარების პროცესის ფართო სურათი. მისი თეორიით, კაპიტალისტთა სექტორი ვითარდება არაკაპიტალისტური ფენიდან აღებული შრომის საშუალებით. საარსებო წყარო რეგულირდება არაოფიციალური ინსტიტუტებისა და სოციალური ნორმების საშუალებით ისე, რომ მწარმოებლებმა არ მიიღონ მაქსიმალური მოგება და დასაქმებულებს გადაუხადონ ქვედა ზღვრულზე მეტი. განვითარების ადრეულ ეტაპზე, შრომის „შეუზღუდავი“ მიწოდება ნიშნავს, რომ კაპიტალისტურმა სექტორმა შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოება გააფართოვოს ხელფასების გაზრდის გარეშე. ეს გამოიწვევს კაპიტალის მაღალ ბრუნვას, რაც რეინვესტირებული იქნება კაპიტალდაგროვებაში. თავის მხრივ, კაპიტალის მარაგის ზრდა „კაპიტალისტებს“ უბიძგებს დასაქმების გაფართოებისკენ. მოდელის ვარაუდების გათვალისწინებით (მაგალითად, რომ მოგება ინვესტირდება და რომ კაპიტალის დაგროვება არ შეიცვლება წარმოებაში გამოყენებული კვალიფიციური შრომით) პროცესი ხდება თვითდაზღვევადი და ხელს უწყობს მოდერნიზაციას და ეკონომიკურ განვითარებას.

ეკონომიკური ზრდის თეორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევისმა 1955 წელს გამოაქვეყნა „ეკონომიკური ზრდის თეორია“, რომელშიც ის შეეცადა წარმოედგინა ეკონომიკური განვითარების შესასწავლად შესაბამისი ჩარჩო, რომელიც იმართება ცნობისმოყვარეობისა და პრაქტიკული საჭიროების კომბინაციის მიერ.[6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Breit, William, and Barry T. Hirsch (eds, 2004). Lives of the Laureates (4th edn). Cambridge, Mass: The MIT Press. Breit, William, and Barry T. Hirsch (eds, 2004). Lives of the Laureates (4th edn). Cambridge, Mass: The MIT Press.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Legacy of Nobel laureate Sir W. Arthur Lewis commemorated at Robertson Hall en. ციტირების თარიღი: 2020-05-29
  2. Tignor, Robert L. (2006). W. Arthur Lewis and the Birth of Development Economics. Princeton University Press, გვ. 7–8. ISBN 978-0-691-12141-3. 
  3. Tignor, pp. 11–13.
  4. Felix Brenton, "Sir (William) Arthur Lewis (1915–1991)", Black Past website.
  5. Hunt, Diana (1989). "W. A. Lewis on ‘Economic Development with Unlimited Supplies of Labour’", Economic Theories of Development: An Analysis of Competing Paradigms. New York: Harvester Wheatsheaf, გვ. 87–95. ISBN 978-0-7450-0237-8. 
  6. W. Arthur Lewis (2013). Theory of Economic Growth. Routledge. ISBN 978-0-415-40708-3.