მერტონ მილერი
იერსახე
| მერტონ ჰოვარდ მილერი | |
|---|---|
| მშობლიური სახელი | ინგლ. Merton Howard Miller |
| დაბ. თარიღი | 16 მაისი, 1923 |
| დაბ. ადგილი | ბოსტონი, აშშ |
| გარდ. თარიღი | 3 ივნისი, 2000 (77 წლის) |
| გარდ. ადგილი | ჩიკაგო, აშშ |
| მოქალაქეობა | აშშ |
| საქმიანობა | ეკონომისტი და მწერალი |
| მოღვაწეობის სფერო | ეკონომიკა |
| დამსაქმებელი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი, ლონდონის ეკონომიკის სკოლა და United States Department of the Treasury |
| საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა | Royal Swedish Academy of Engineering Sciences, ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია და ეკონომეტრიკის საზოგადოება[1] |
| ჯილდოები |
|
| ალმა-მატერი | ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი (დოქტორანტურა), ჰარვარდის უნივერსიტეტი (მაგისტრატურა) |
| სამეცნიერო ხელმძღვანელი | Fritz Machlup[2] |
| დოქტორანტი | Michael Jensen, მაირონ შოულზი, William Poole, იუჯინ ფამა[2] , Benjamin F. King[2] , Hans Stoll[2] და Allan William Kleidon[2] |
მერტონ ჰოვარდ მილერი (ინგლ. Merton Howard Miller; დ. 16 მაისი, 1923, ბოსტონი — გ. 3 ივნისი, 2000, ჩიკაგო) — ამერიკელი ეკონომისტი. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (1990) ჰარი მარკოვიცთან და უილიამ შარპთან ერთად. ეკონომიკის დოქტორი. კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერტონ მილერი დაიბადა ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში, ჯოელ და სილვია მილერების ოჯახში. მამა პროკურორი იყო, დედა დიასახლისი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მუშაობდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადასახადების კვლევის განყოფილებაში. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტში 1952 წელს. სამეცნიერო ხარისხის მიღების შემდეგ მისი პირველი ეკონომიკური თანამდებობა ლონდონის ეკონომიკის სკოლის ლექტორის ასისტენტობა იყო.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Merton H. Miller (1991). Merton Miller on Derivatives. New York: John Wiley & Sons. ISBN 0-471-18340-7.
- Merton H. Miller (1991). Financial Innovations and Market Volatility. Cambridge, MA: Blackwell Publishing. ISBN 1-55786-252-4.
- Merton, Miller H. (1986). Macroeconomics: A Neoclassical Introduction. Chicago: University of Chicago Press. ISBN 0-226-52623-2.
- Kessel, Reuben A. (1980). Essays in Applied Price Theory. Chicago: University of Chicago Press. ISBN 0-226-43200-9.
- Fama, Eugene F. (1972). The Theory of Finance. New York: Holt, Rinehart & Winston. ISBN 0-03-086732-0.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||||||||||||