მაირონ შოულზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაირონ სემუელ შოულზი
Myron Samuel Scholes

მაირონ სემუელ შოულზი
დაბადების თარიღი 1 ივლისი, 1941 (1941-07-01) (76 წლის)
დაბადების ადგილი ტიმინსი, ონტარიო, კანადა
ეროვნება კანადელი, ამერიკელი
სამეცნიერო სფერო ფინანსური ეკონომიკა
ალმა-მატერი ჩიკაგოს უნივერსიტეტი, მაკმასტერის უნივერსიტეტი
გავლენა იქონიეს ჯორჯ სტიგლერი, მილტონ ფრიდმანი, მერტონ მილერი
ცნობილია როგორც ბლეკ-შოულზის მოდელის თანაავტორი

მაირონ სემუელ შოულზი (ინგლ. Myron Samuel Scholes; დ. 1 ივლისი, 1941, ტიმინსი) — კანადური წარმოშობის ამერიკელი ეკონომისტი. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში (1997) „წარმოებული ფასიანი ქაღალდების ღირებულების განსაზღვრის ახალი მეთოდისთვის“. ბლეკ-შოულზის მოდელის თანაავტორი.

სწავლობდა მაკმასტერისა (ჰამილტონი, კანადა) და ჩიკაგოს უნივერსიტეტებში, რომელშიც მიიღო დოქტორის ხარისხი. მუშაობდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, ასევე ჩიკაგოსა და სტენფორდის უნივერსიტეტებში, სადაც მინიჭებული აქვს ფრენკს ე. ბაკის საპატიო პროფესორის სტატუსი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მონოგრაფია „დანახარჯები და ბიზნეს სტრატეგიები“ (Taxes and Business Strategies, 1991; მ. ვოლფსონთან თანაავტორობით).
  • სტატია „ფინანსური ინფრაქტრუქტურა და ეკონომიკური ზრდა (Financial Infrastructure and Economic Growth, 1996).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]