რობერტ შილერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ შილერი
მშობლიური სახელი Robert James Shiller
დაბ. თარიღი 29 მარტი, 1946(1946-03-29)[1] [2] [3] [4] [5] (77 წლის)
დაბ. ადგილი დეტროიტი, მიჩიგანი
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ეკონომისტი, მწერალი, პედაგოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და international forum participant
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა
დამსაქმებელი იელის უნივერსიტეტი, პენსილვანიის უნივერსიტეტი და მინესოტის უნივერსიტეტი
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია და ეკონომეტრიკის საზოგადოება[6]
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[7] , ნობელის პრემია ეკონომიკაში[8], დოიჩე ბანკის პრემია საფინანსო ეკონომიკაში, ეკონომეტრიკის საზოგადოების წევრი[6] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და Clarivate Citation Laureates[9]
ალმა-მატერი მიჩიგანის უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, კალამაზუს კოლეჯი და Southfield High School
სამეცნიერო ხელმძღვანელი ფრანკო მოდილიანი და ჯორჯ აკერლოფი
დოქტორანტი John Y. Campbell, ტომას პელი, Andrea Frazzini, Adlai Julian Fisher, Gregory David Sutton[10] , Wenzhong Fan[10] , Karin Ann-Margaret Westin[10] , Dengpan Luo[10] , Wooheon Rhee[10] , Thomas Andrew Howard[10] , Se-Jin Kim[10] , Linus Yamane[10] , Stefan Schneeberger[10] , Oliver Detmar Bunn[10] , Chiong-long Kuo[10] , Yuanfeng Hou[10] , Bradford Case[10] და Stefano George Athanasoulis[10]
საცხოვრებელი ადგილი კონექტიკუტი
ხელმოწერა
საიტი econ.yale.edu/~shiller

რობერტ შილერი (ინგლ. Robert James "Bob" Shiller, დ. 29 მარტი 1946, დეტროიტი, მიჩიგანის შტატი, აშშ[11]) — ამერიკელი მეცნიერ-ეკონომისტი, ეკონომიკის შესახებ არსებული მრავალი წიგნის ავტორი. MacroMarkets LLC-ის მთავარი ეკონომისტი. ამჟამად არის სტერლინგის პროფესორი ეკონომიკის დარგში და ასწავლის იელის უნივერსიტეტში. ასევე არის იელის საერთაშორისო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ფინანსების განხრით იელის მენეჯმენტის სკოლაში. 2013 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ეკონომიკაში.

ცნობილია თავისი მოღვაწეობით აქტივების ფასების თეორიაში. წიგნის „ირაციონალური სწრაფი ზრდა“ (Irrational Exuberance) ორ სხვადასხვა გამოცემაში სწორად იწინასწარმეტყველა და აღწერა თავდაპირველად ე.წ. „დოტკომ ბუშტი“ (dot-com bubble), ხოლო შემდგომ – უძრავი ქონების ბუშტი. 2000 წლის გამოცემაში მან ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ სააქციო ბაზრები გადაფასებული იყო და ბუშტის გასკდომა უახლოეს მომავალში გარდაუვალი იქნებოდა – რაც მოხდა კიდეც წიგნის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში. 2005 წლის გამოცემაში ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ აშშ-ში ბევრგან მედიანური შემოსავალი 6–9-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე უძრავი ქონების მედიანური ფასები, ხოლო უძრავი ქონების ინფლაციაზე კორექტირებული ფასების ამონაგები წელიწადში 1%-ზე ნაკლები იყო. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მან იწინასწარმეტყველა უძრავი ქონების ბუშტის სწრაფი გასკდომა. 2007-2008 წლებში ასეც მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი ტრიგერის როლი ითამაშა 2008- 2009 წლების გლობალურ ფინანსურ კრიზისში. შილერის ნაშრომები მოიცავს მრავალ თემას ბიჰევიერისტული ფინანსებიდან რისკმენჯმენტამდე. ის დღევანდელობის 100 ყველაზე გავლენიანი ეკონომისტის რიცხვში შედის.[12]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პიტერ ბერნსტაინი, ფინანსური სამყაროს ფუნდამენტური იდეები. ევოლუცია, М.: «Альпина Паблишер», 2009. — გვ. 256, ISBN 978-5-9614-0972-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #122471156 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  4. Munzinger Personen
  5. Davos 2014 Participant List
  6. 6.0 6.1 https://www.econometricsociety.org/society/organization-and-governance/fellows/current
  7. Guggenheim Fellows database
  8. The Sveriges Riksbank Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel 2013Nobel Foundation.
  9. https://clarivate.com/citation-laureates
  10. 10.00 10.01 10.02 10.03 10.04 10.05 10.06 10.07 10.08 10.09 10.10 10.11 10.12 10.13 Mathematics Genealogy Project — 1997.
  11. The Closing: Robert Shiller // The Real Deal. August 01, 2006 დაარქივებული July 17, 2011[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები . (ინგლისური) — 26.12.2009.
  12. ნობელიანტი ეკონომისტები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-12. ციტირების თარიღი: 2020-06-12.