კლაუდია გოლდინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლაუდია გოლდინი
მშობლიური სახელი Claudia Dale Goldin
დაბ. თარიღი 14 მაისი, 1945(1945-05-14) (78 წლის)
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი[1]
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ეკონომისტი და უნივერსიტეტის პროფესორი[2]
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა[2] , ეკონომიკის ისტორია[2] , განათლების ისტორია[2] და შრომის ბაზარი[2]
დამსაქმებელი ჰარვარდის უნივერსიტეტი და National Bureau of Economic Research[3]
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ეკონომეტრიკის საზოგადოება[4]
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია, Carolyn Shaw Bell Award[5] , IZA Prize in Labor Economics[6] , ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის დამსახურებული წევრი, ეკონომეტრიკის საზოგადოების წევრი[4] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, ერვინ პლეინ ნემერსის პრემია ეკონომიკაში[7] , Clarivate Citation Laureates[8] , ნობელის პრემია ეკონომიკაში[9] [10] და 100 ქალი[11]
ალმა-მატერი ჩიკაგოს უნივერსიტეტი და კორნელის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხელმძღვანელი რობერტ ფოგელი[12] , Alfred E. Kahn და გერი ბეკერი
დოქტორანტი Robert Whaples, სესილია როუზი, Leah Platt Boustan, კრისტალ იანგი[12] , დანიელ ფეტერი[12] და მარტინ ჯეი ეიზენბერგი[12]

კლაუდია გოლდინი (ინგლ. Claudia Goldin; დ. 14 მაისი, 1946, ბრონქსი[13], ნიუ-იორკი) — ამერიკელი ეკონომისტი, ეკონომიკის ისტორიკოსი და შრომის ეკონომიკისა და გენდერული საკითხების სპეციალისტი[13]. ფილოსოფიის დოქტორი (1972), ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს სტიპენდიანტი, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (2006) [14] და ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების (2015) [15] წევრი. ხშირად ასახელებენ ათ ყველაზე გავლენიანი ეკონომისტ ქალთა შორის.[13]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას ადრეული ასაკიდან სურდა მეცნიერი გამხდარიყო.[16] სწავლობდა ბრონქსის მეცნიერების უმაღლეს სკოლაში. 1967 წელს დაამთავრა კორნელის უნივერსიტეტი ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით, ყველა საგანში წარჩინებით. 1969 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში ჩიკაგოს უნივერსიტეტში, ხოლო 1972 წელს — ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. მისი პედაგოგები იყვნენ ალფრედ კანი, გერი ბეკერი (1992 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი) და რობერტ ფოგელი (1993 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი).[16]

1971-1973 წლებში მედისონში ვისკონსინის უნივერსიტეტის ეკონომიკის ასისტენტ-პროფესორი. 1973-1979 წლებში იყო პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომიკის ასისტენტ-პროფესორი. 1982-1983 გაფართოებული კვლევის ინსტიტუტის წევრი. 1979 წლიდან ასოცირებული, 1985-1990 წლებში კი ეკონომიკის სრული პროფესორი პენსილვანიის უნივერსიტეტში. 1990 წლიდან ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი. ამერიკის ეკონომიკური განვითარების პროგრამის დირექტორი და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს ასოცირებული თანამშრომელი.

1990-1991 წლებში ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, 2013 წლიდან კი პრეზიდენტი. ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი (1992), 2010 წლიდან კლიომეტრიკის საზოგადოების წევრი.

1984-1988 წლებში ჟურნალ „Journal of Economic History“-ის რედაქტორი. მისი მეუღლე და თანაავტორია ეკონომიკის პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტში ლოურენს კაცი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Women Working Longer/ ed. C.D.Goldin, L.F. Katz — Chicago IL: University of Chicago Press, 2017
  • Goldin C. D., Olivetti C. Shocking Labor Supply: A Reassessment of the Role of World War II on U.S. Women’s Labor Supply, NBER Working Papers 18676, 2013
  • Goldin C. D., Katz L. F. The Race between Education and Technology — Cambridge, MA: The Belknap Press of Harvard University Press, 2008
  • Corruption and Reform: Lessons from America’s History/ ed. Goldin C.D., Glaeser E.L. — Chicago, IL: University of Chicago Press, 2006
  • The Defining Moment: The Great Depression and the American Economy in the Twentieth Century/ ed. M.Bordo, Goldin C.D., White E. — Chicago, IL:University of Chicago Press, 1998
  • The Regulated Economy: A Historical Approach to Political Economy/ ed. Goldin C.D., Libecap G. — Chicago, IL: University of Chicago Press, 1994
  • Strategic Factors in Nineteenth Century American Economic History/ ed. Goldin C.D., Rockoff H. — Chicago, IL: University of Chicago Press, 1992
  • Goldin C. D. Understanding the Gender Gap: An Economic History of American Women — New York: Oxford University Press, 1990
  • Goldin C. D. Urban Slavery in the American South, 1820 to 1860: A Quantitative History — Chicago, IL: University of Chicago Press, 1976
  • Goldin C. D. The economics of emancipation//Journal of Economic History 33(1), 1973, pp. 66-85
  • Goldin C. D. The Economist as Detective // Passion and Craft: Economists at Work. / ed. Szenberg M. — Ann Arbor: University of Michigan Press, 1998. ISBN 978-0-472-09685-5 (ავტობიოგრაფია)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]