რონალდ კოუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რონალდ ჰარი კოუზი ( დ. 29 დეკემბერი, 1910, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო – გ. 2 სექტემბერი, 2013, ჩიკაგო, ილინოისის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები) ბრიტანელი ეკონომისტია. ის იყო ეკონომიკის პროფესორი ჩიკაგოს სამართლის სკოლაში, სადაც 1964 წელს მივიდა და ცხოვრებს ბოლომდე დარჩა. ის დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ეკონომიკის დარგში 1991 წელს[1].

კოუზი, რომელსაც სჯეროდა რომ ეკონომისტებმა უნდა შეისწავლონ რეალური და არა თეორიული ბაზრები, ჩამოაყალიბა კორპორაციის შესახებ საკითხი, რომელიც მოიაზრებს კორპორაციას, როგორც დანახარჯების გადახდის საშუალებას იმისათვის, რომ იმუშავონ ბაზრებმა[2]. კოუზი ყველაზე მეტად ორი სტატიით გახდა ცნობილი, ესენია : "ფირმის ბუნება" (1937)[3], რომელიც წარმოაჩენს ტრანზაქციული დანახარჯების ცნებას იმისათვის, რომ ახსნას ფირმების ბუნება და შეზღუდვები და "სოციალური დანახარჯების პრობლემა" (1960)[4], რომელიც გვეუბნება, რომ კარგად განსაზღვრულ საკუთრების უფლებებს შეუძლიათ გარეგან ეფექტებთან დაკავშირებული პრობლემები დაძლიონ (ნახეთ კოუზის თეორემა). გარდა ამისა, კოუზის ტრანზაქციული დანახარჯების მიდგომა ამჟამადაც ახდენს გავლენას თანამედროვე ორგანიზაციულ ეკონომიკაზე, რომელიც ხელახლა გაცნობილი იქნა ოლივერ უილიამსონის მიერ.


ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]



რონალდ კოუზი
Coase scan 10 edited
დაბ. თარიღი
რონალდ ჰარი კოუზი, 29 დეკემბერი, 1910
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
გარდ. თარიღი
2 სექტემბერი, 2013 (102 წლის)
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
მოქალაქეობა
ბრიტანეთი
მოღვაწეობის სფერო
სამართალი და ეკონომიკა
ჯილდოები
ნობელის პრემია ეკონომიკაში (1991)
ალმა-მატერი
ლონდონის უნივერსიტეტი
ლონდონის ეკონომიკის სკოლა

რონალდ ჰარი კოუზი დაიბადა ვილესდენში, ლონდონის გარეუბანში, 1910 წლის 29 დეკემბერს. მამამისი, ჯოზეფ კოუზი (1884-1973) იყო ტელეგრაფისტი ფოსტაში, ასევე იყო დედამისიც, როზალი ელიზაბეტ კოუზი (1882-1972), სანამ დაქორწინდებოდა. ბავშვობაში, რონალდ კოუზს ჰქონდა პრობლემა ფეხებზე, რის გამოც უწევდა ფეხების ბორკილების ტარება. ამ პრობლემის გამო ის დადიოდა ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სკოლაში. 12 წლის ასაკში მან შეძლო და დაფინანსებით შევიდა "კიბურნის გრამატიკის სკოლაში", სადაც 1927-1929 წლების განმავლობაში ემზადებოდა და სწავლობდა ლონდონის უნივერსიტეტის გამოცდებისათვის.

რონალდ კოუზი დაქორწინდა მარიონ რუთ ჰართუნგზე, რომელიც წარმოშობით იყო ჩიკაგოდან, ილინოისიდან 1937 წლის 7 აგვისტოს ვილესდენში, ინგლისში. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰყავდათ შვილები, ისინი დაქორწინებულები იყვნენ 75 წლის განმავლობაში, მარიონის გარდაცვალებამდე, 2012 წელს და ისინი იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში დაქორწინებული წყვილი.

კოუზის ვარაუდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


რონალდ კოუზის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკის დარგში ცნობილია კოუზის ვარაუდის სახელწოდებით, რომელიც მონოპოლიის თეორიას ეხება. მის მიხედვით, მონოპოლისტები, რომლებიც გრძელვადიანი მოხმარების საქონელს ყიდიან არ ფლობენ საბაზრო ძალაუფლებას, რადგან დროთა განმავლობაში შეუძლებელი იქნება რომ არ შეამცირონ ფასები ამ საქონელზე[5].


რონალდ კოუზის ინსტიტუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


რონალდ კოუზი კვლევების კურატორი იყო "რონალდ კოუზის ინსტიტუტში". ეს არის ორგანიზაცია რომელიც ხელს უწყობს კვლევებს ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების შესახებ - კანონები, წესები, ადათები, ნორმები - რაც მართავს რეალურ ეკონომიკურ სისტემებს, განსაკუთრებულად კი მხარს უჭერს ახალგაზრდა მეცნიერებს განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან.


კოუზ-სანდორის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


კოუზ-სანდორის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის მიზანია რომ ხელი შეუწყოს სამართლისადმი ეკონომიკური მიდგომის გააზრებასა და გავრცელებას. ჩიკაგოს სამართლის სკოლა რონალდ კოუზის მემკვიდრეობას ატარებს კოუზ-სანდორის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის მისიის განხორციელებით. ყოველ წელს, ჩიკაგოს სამართლის სკოლა მასპინძლობს "კოუზის ლექციას", რომელიც 2003 წელს, თავად ქოუზის მიერ იყო წაკითხული[6].


პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


  • Coase, R. H. (1937). "The Nature of the Firm". Economica. 4 (16): 386–405. doi:10.1111/j.1468-0335.1937.tb00002.x.
  • Coase, R. H. (1960). "The Problem of Social Cost". Journal of Law and Economics. 3 (1): 1–44. doi:10.1086/466560.
  • Coase, R. H. (1972). "Durability and Monopoly". Journal of Law and Economics. 15 (1): 143–49. doi:10.1086/466731.
  • Coase, R. H. (1974). "The Lighthouse in Economics". Journal of Law and Economics. 17 (2): 357–76. doi:10.1086/466796.
  • Coase, R. H. (1992). "The Institutional Structure of Production". American Economic Review. 82 (4): 713–19. JSTOR 2117340. (Nobel Prize lecture)
  • Coase, Ronald (2006). "The Conduct of Economics: The Example of Fisher Body and General Motors". Journal of Economics & Management Strategy. 15 (2): 255–78. CiteSeerX 10.1.1.424.5083. doi:10.1111/j.1530-9134.2006.00100.x.
  • Coase, Ronald; Wang, Ning (2011). "The Industrial Structure of Production: A Research Agenda for Innovation in an Entrepreneurial Economy". Entrepreneurship Research Journal. 2 (1). doi:10.2202/2157-5665.1026.
  • How China Became Capitalist (2012) co-authored with Ning Wang. Palgrave Macmillan. ISBN 1137019360.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]



სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]



  1. Hahn, Robert (2013). "Ronald Harry Coase (1910–2013) Nobel-prize winning economist whose work inspired cap-and-trade". Nature. 502 (7472): 449. Bibcode:2013Natur.502..449H. doi:10.1038/502449a
  2. "Blackboard Economics". Wall Street Journal. ISSN 0099-9660. Retrieved 25 December 2019.
  3. Coase, R.H. (1937), The Nature of the Firm. Economica, 4: 386-405. doi:10.1111/j.1468-0335.1937.tb00002.x
  4. Coase R.H. (1960) The Problem of Social Cost. In: Gopalakrishnan C. (eds) Classic Papers in Natural Resource Economics. Palgrave Macmillan, London
  5. Orbach, Barak, The Durapolist Puzzle: Monopoly Power in Durable-Goods Market. Yale Journal on Regulation, Vol. 21, pp. 67-118, 2004. Available at SSRN: https://ssrn.com/abstract=496175
  6. "2003 Coase Lecture: Ronald Coase, "The Present and Future of Law and Economics""