პოლ რომერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პოლ რომერი
Paul Romer in 2005.jpg
პოლ რომერი 2005 წელს
დაბადების სახელი პოლ მაიკლ რომერი
დაბადების თარიღი 6 ნოემბერი, 1955 (1955-11-06) (66 წლის)
დენვერი, კოლორადო, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება ჩიკაგოს უნივერსიტეტი
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი
დედოფლის უნივერსიტეტი
საქმიანობა ეკონომისტი
პროფესორი
ჯილდოები ნობელის პრემია ეკონომიკაში (2018)
საიტი https://paulromer.net/

პოლ მაიკლ რომერი (ინგლ. Paul Michael Romer; დ. 6 ნოემბერი, 1955) — ამერიკელი ეკონომისტი და პოლიტიკის მეწარმე, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი. [1] ცნობილია როგორც მსოფლიო ბანკის ყოფილი ეკონომისტი. 2018 წელს „ეკონომიკურ ზრდაში ინოვაციებისა და კლიმატის ინტეგრაციისათვის“, უილიამ ნორდჰაუსთან ერთად გადაეცა ნობელის პრემია ეკონომიკაში. [2] გამოიგონა ტერმინი „მათემატიზმი“, რომელსაც იგი აღწერს, როგორც მათემატიკის არასწორ გამოყენებას ეკონომიკურ კვლევებში.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლებამდე, ასწავლიდა ჩიკაგოს, კალიფორნიის, სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სამაგისტრო სკოლასა [3] და როჩესტერის უნივერსიტეტში. რომერი იყო მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი და უფროსი ვიცე-პრეზიდენტი 2018 წლამდე. [4] რომერმა დატოვა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის თანამდებობა, როდესაც შეუერთდა მსოფლიო ბანკს, თუმცა დაუბრუნდა აკადემიურ საქმიანობას გადადგომის შემდეგ. გარდა ამისა, იყო ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს, სტენფორდის საერთაშორისო განვითარების ცენტრის, ჰუვერის ინსტიტუტის და ასევე ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის და გლობალური განვითარების ცენტრის თანამშრომელი. [5]

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომერი დაიბადა კოლორადოს ყოფილი გუბერნატორის როი რომერის და ბეატრიცა „ბეა“ მილერის ოჯახში. ჰყავს ოთხი ძმა და ორი და. მისი ერთ-ერთი ძმა, კრის რომერი, კოლორადოს შტატის ყოფილი სენატორია. [6]

1973 წელს დაამთავრა ფილიპს ექსთერის აკადემია. მიიღო ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში, ხოლო 1983 წელს დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი ეკონომიკური ზრდის სფეროა და მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ენდოგენური ზრდის თეორიის შემუშავებაში. ის 1997 წელს ჟურნალმა ტაიმზმა დაასახელა ამერიკის 25 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის, [7] ხოლო 2002 წელს მიენიჭა ჰორსტ კლაუს რექტენვალდის პრემია ეკონომიკაში. 2015 წელს მიიღო ჯონ რ. კომონსის ჯილდო, რომელიც გადასცა ეკონომიკის საპატიო საზოგადოება Omicron Delta Epsilon-მა. [8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Paul Romer. ციტირების თარიღი: 2021-06-22
  2. The Prize in Economic Sciences 2018 Press Release.
  3. „N.Y.U. Lands Top Economist for Cities Project“. New York Times. 2011-05-27. ციტირების თარიღი: 2011-05-27.
  4. „World Bank economist Paul Romer quits after Chile comments“. Reuters. 24 January 2018. ციტირების თარიღი: 8 October 2018.
  5. „Risk and Return“. Hoover Digest. No. 2. 1996. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-02. ციტირების თარიღი: 2022-01-17. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
  6. The Politically Incorrect Guide to Ending Poverty.
  7. „Time's 25 Most Influential Americans“. Time Magazine. Time Inc. 1997-04-21. ციტირების თარიღი: 2007-12-21.
  8. Omicron Delta Epsilon - the International Economics Honor Society.