პოლ სამუელსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პოლ ენტონი სამუელსონი
Paul Samuelson.gif
პოლ სამუელსონი 1997 წელს
მშობლიური სახელი ინგლ. Paul Anthony Samuelson
დაბ. თარიღი 15 მაისი, 1915
დაბ. ადგილი გერი (ინდიანა), აშშ
გარდ. თარიღი 13 დეკემბერი, 2009
გარდ. ადგილი ბელმონტი, აშშ
მოქალაქეობა აშშ[1] [2]
საქმიანობა ეკონომისტი და უნივერსიტეტის პროფესორი
მოღვაწეობის სფერო მაკროეკონომიკა
დამსაქმებელი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და MIT Sloan School of Management
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია[3] , ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია, International Economic Association, ამერიკის ეკონომიკური ასოციაცია, Econometric Society, Royal Economic Society, Phi Beta Kappa Society, ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოება[3] და ლონდონის სამეფო საზოგადოება[3]
ჯილდოები ჯონ ბეიტს კლარკის მედალი (1947), Nobel prize medal.svg ნობელის პრემია ეკონომიკაში (1970), აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო მედალი (1996)
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხელმძღვანელი Joseph Schumpeter და ვასილი ლეონტიევი
საცხოვრებელი ადგილი გერი, ჩიკაგო და Belmont

პოლ ენტონი სამუელსონი (ინგლ. Paul Anthony Samuelson; დ. 15 მაისი, 1915, გერი (ინდიანა) — გ. 13 დეკემბერი, 2009, ბელმონტი) — ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (1970) „სამეცნიერო ნაშრომისთვის, რომელშიც განავითარა სტატისტიკური და დინამიკური ეკონომიკური თეორიები და ეკონომიკური მეცნიერებების სფეროში ანალიზის საერთო დონის ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის.“ ავტორია პოპულარული წიგნისა „ეკონომიკა: წინასწარი ანალიზი“, რომელიც 1948 წელს გამოიცა და კეინსიანიზმის პრინციპების შესახებ არსებული რიგით მეორე წიგნი გახდა.

პოლი დაიბადა ინდიანას შტატის პატარა ქალაქ გერიში, პოლონეთიდან ემიგრირებული ებრაელების — ფრენკ სამუელსონისა და ელა ლიპტონის ოჯახში. სწავლობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, დოქტორის ხარისხი მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტში. ითვლება „ნეოკლასიკური სინთეზის“ ინიციატორად, რომელიც ერთ კონცეფციაში აერთიანებს ნეოკლასიკურ და კეინსიანისტურ მაკროეკონომიკას. ნეოკეინსიანიზმის მიმართულების დამფუძნებელი. საერთაშორისო ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი (1956—59). გარდაიცვალა საკუთარ სახლში ბელმონტში (მასაჩუსეტსი) 2009 წლის 13 დეკემბერს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.nytimes.com/2010/10/12/business/economy/12allais.html
  2. http://www.nytimes.com/2008/10/14/business/economy/14econ.html
  3. 3.0 3.1 3.2 NNDB — 2002.