ფელიქს ბრიხი
ფელიქს ბრიხი | |
---|---|
2018 წელს | |
დაბადების თარიღი |
3 აგვისტო, 1975 მიუნხენი, დასავლეთი გერმანია |
საქმიანობა | საფეხბურთო მსაჯი |
აქტიური | 1999-დან; 2007-დან ფიფას მიერ ლიცენზირებული |
დამსაქმებელი | ფიფა; გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია |
ფელიქს ბრიხი (დ. 3 აგვისტო, 1975, მიუნხენი, დასავლეთი გერმანია) — გერმანელი საფეხბურთო მსაჯი.
სამსაჯო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წელს იმსაჯა თავისი პირველი მატჩი ბუნდესლიგაში. პირველი საერთაშორისო შეხვედრა იმსაჯა 2007 წლის ოქტომბერში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის, G ჯგუფის მატჩი, სადაც რუმინეთმა 2-0 დაამარცხა ლუქსემბურგი. 2008 წელს იმსაჯა უეფა-ს თასის 1/32 ფინალის მატჩი, „პანათინაიკოსისა“ და „რეინჯერსის“ შეხვედრა. 2008-2009 წლების სეზონში პირველად იმსაჯა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, მან იმსაჯა ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, „ლივერპულსა“ და „პსვ“-ს შორის. 2014 წელს იმსაჯა ევროპა ლიგის ფინალი. 2017 წელს იმსაჯა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „იუვენტუსი“ დაუპირსპირდნენ. ბრიხს ნამსაჯები აქვს ორ მსოფლიო (2014, 2018) ჩემპიონატზე, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატსა და 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფელიქს ბრიხი არის სამართლის დოქტორი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|