შტეფან ლიხტშტაინერი
![]() 2015 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | შტეფან ლიხტშტაინერი | ||
დაბადების თარიღი | 16 იანვარი, 1984 | ||
დაბადების ადგილი | ადლიგენსვილი, შვეიცარია | ||
სიმაღლე | 182 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | კარიერა დაასრულა | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1991-1996 | ადლიგენსვილი | ||
1996-2000 | ლუცერნი | ||
2000-2001 | გრასჰოფერი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2001–2005 | გრასჰოფერი | 79 | (4) |
2005–2008 | ლილი | 89 | (5) |
2008–2011 | ლაციო | 100 | (3) |
2011–2018 | იუვენტუსი | 201 | (12) |
2018–2019 | არსენალი ლონდონი | 14 | (0) |
2019–2020 | აუგსბურგი | 20 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2003–2005 | შვეიცარია 21 წლ. | 30 | (1) |
2006–2019 | შვეიცარია | 108 | (8) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 9 ივნისი, 2019 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 9 ივნისი, 2019 |
შტეფან ლიხტშტაინერი (დ. 16 იანვარი, 1984, ადლიგენსვილი, შვეიცარია) — შვეიცარიელი ფეხბურთელი, კარიერა დაამთავრა 2020 წლის აგვისტოში. ის იყო უნივერსალური ფეხბურთელი, თამაშობდა მარცხენა მცველის და მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე.
საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა ადლიგენსვილში, ლუცერნის კანტონში. 2001-2002 წლების სეზონში „გრასჰოპერსში“ ჩაატარა ერთი მატჩი შვეიცარიის სუპერლიგაში, მაგრამ შემდეგი სეზონიდან ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი.
ლილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიხტშტაინერი 2005 წელს გადავიდა საფრანგეთის ლიგა 1-ს კლუბ „ლილში“. ის მალე დამკვიდრდა კლუბის ძირითად შემადგენლობაში და დაეხმარა კლუბს მესამე ადგილის დაკავებაში და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში. მისი ბოლო სეზონი წარუმატებელი გამოდგა „ლილისთვის“, ჩემპიონატში დაიკავა მეშვიდე ადგილი. ლიხტშტაინერმა იმ სეზონში კლუბის მაისურით გაიტანა 4 გოლი.
ლაციო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ ლიხტშტაინერით დაინტერესდა რამდენიმე ევროპული კლუბი, მათ შორის „პარი სენ-ჟერმენი“ და ევერტონი. მან უარყო „პარი სენ-ჟერმენის“ შემოთავაზება და ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა სერია A-ს კლუბ „ლაციოსთან“.
იუვენტუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2011 წლის 27 ივნისს „იუვენტუსმა“ განაცხადა, რომ ლიხტშტაინერმა გაიარა სამედიცინო შემოწმება და შეთანხმდა ტრანსფერი, რომლის საფასურიც შეადგენდა 10 მილიონ ევროს. ტრანსფერი შედგა 2011 წლის 1 ივლისს. მისი დებიუტი შედგა 2011 წლის 11 სექტემბერს „პარმასთან“ 4-1 მოგებულ მატჩში, რომელიც გოლით აღნიშნა. ეს იყო პირველი გოლი „იუვენტუსის“ ახალ სტადიონზე.
სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიხტშტაინერი თამაშობდა შვეიცარიის 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებში. პირველად ეროვნული ნაკრებში გამოიძახეს 2005 წელს, მაგრამ მაშინ თამაშის საშუალება არ მისცემია. 2006 წლის 11 სექტემბერს შედგა მისი სანაკრებო დებიუტი ბრაზილიის ნაკრებთან 2-1 წაგებულ ამხანაგურ შეხვედრაში.
ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- შვეიცარიის სუპერლიგა: 2002–03
- იტალიის თასი: 2008-09
- იტალიის სუპერთასი: 2009
- სერია A (7): 2011-12, 2012-13, 2013-14, 2014-15, 2015-16, 2016–17, 2017–18
- იტალიის სუპერთასი (3): 2012, 2013, 2015; ვერცხლის პრიზიორი: 2014
- იტალიის თასი (4): 2014-15, 2015–16, 2016–17, 2017–18; ვერცხლის პრიზიორი: 2011-12
- უეფას ჩემპიონთა ლიგა: ვერცხლის პრიზიორი: 2014-15
ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- შვეიცარიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2015
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Stephan Lichtsteiner. juventus.com.
|
|
- შვეიცარიელი ფეხბურთელები
- დაბადებული 1984
- სერია A-ს ფეხბურთელები
- ლაციოს ფეხბურთელები
- იუვენტუსის ფეხბურთელები
- ლიგა 1-ის ფეხბურთელები
- ციურიხის გრასჰოფერის ფეხბურთელები
- ლუცერნის ფეხბურთელები
- 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ლილის ფეხბურთელები
- 2016 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- დაბადებული 16 იანვარი
- 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები