ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1996: ფინალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ევრო 1996: ფინალი
ტურნირი ევრო 1996
თარიღი 30 ივნისი, 1996
არენა უემბლი, ლონდონი
საუკეთესო ფეხბურთელი კარელ პობორსკი (ჩეხეთი)
მსაჯი პიერლუიჯი პაირეტო (იტალია)
დასწრება 73 611
1992
2000

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1996: ფინალიევროპის 1996 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რომელმაც ტურნირის გამარჯვებული გამოავლინა. მატჩი გაიმართა 1996 წლის 30 ივნისს უემბლიზე, ლონდონში. ეს იყო პირველი მატჩი ფეხბურთის ისტორიაში, რომელშიც გავიდა ოქროს გოლი. ფინალში ერთმანეთს შეხვდენენ გერმანიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ნაკრები გუნდები. შეცვლაზე შესული ოლივერ ბირჰოფის დუბლით გერმანიამ რიგით მესამე ტიტული მოიგო.

გზა ფინალამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეხეთისთვის ეს იყო პირველი ევროპის ჩემპიონატი ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ. ორივე ნაკრები მოხვდა C ჯგუფში, სადაც მათი პირველი შეხვედრა გერმანიის გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. გერმანიამ ფინალამდე ტურნირიდან გააგდო მასპინძელი ინგლისის ნაკრები, რომელიც ნახევარფინალში პენალტების სერიაში დაამარცხა.

ფინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტეფან კუნცს პირველ ტაიმში ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში საჯარიმოში კარელ პობორსკის წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ ჩეხები დაწინაურდნენ. ანგარიში შეცვლაზე შესულმა ოლივერ ბირჰოფმა კრისტიან ციგეს ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით გაათანაბრა. დამატებით დროში კვლავ ბირჰოფმა გაიტანა და ოქროს გოლით გერმანიის ნაკრებს მესამე წოდება მოუტანა.

დეტალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივნისი 30, 1996 (1996-06-30)
19:00 BST
ჩეხეთი ჩეხეთის დროშა 1–2
(დ.დ.)
გერმანიის დროშა გერმანია უემბლი, ლონდონი
მაყურებელი: 73,611
მსაჯი: პიერლუიჯი პაირეტო (იტალია)
ბერგერი გოლი 59' (პენ.) მატჩის ანგარიში ბირჰოფი გოლი 73' გოლი 95'
ჩეხეთის რესპუბლიკა
გერმანია
GK 1 პეტრ კუბა
RB 3 იან სუხოპარეკი
CB 5 მიროსლავ კადლეცი Captain sports.svg
CB 15 მიხალ ჰორნაკი Booked after 47 minutes 47'
LB 19 კარელ რადა
RM 4 პაველ ნედვედი
CM 7 ჟირი ნემეცი
CM 13 რადეკ ბეიბლი
LM 14 პატრიკ ბერგერი
CF 8 კარელ პობორსკი შეცვლაზე გამოყვანა after 88 წუთი 88'
CF 9 პაველ კუკა
სათადარიგოები:
FW 17 ვლადიმირ შმიცერი შეცვლაზე შესვლა after 88 წუთი 88'
მწვრთნელი:
დუშან უჰრინი
CZE-GER 1996-06-30.svg
GK 1 ანდრეას კეპკე
SW 6 მატიას ზამერი Booked after 69 minutes 69'
CB 5 თომას ჰელმერი Booked after 63 minutes 63'
CB 21 დიტერ ეილტსი შეცვლაზე გამოყვანა after 46 წუთი 46'
RWB 14 მარკუს ბაბელი
LWB 17 კრისტიან ციგე Booked after 91 minutes 91'
CM 10 თომას ჰესლერი
CM 19 თომას შტრუნცი
AM 8 მეჰმეტ შოლი შეცვლაზე გამოყვანა after 69 წუთი 69'
CF 11 შტეფან კუნცი
CF 18 იურგენ კლინსმანი Captain sports.svg
სათადარიგოები:
MF 3 მარკო ბოდე შეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46'
FW 20 ოლივერ ბირჰოფი შეცვლაზე შესვლა after 69 წუთი 69'
მწვრთნელი:
ბერტი ფოგსთი

მატჩის საუკეთესო მოთამაშე:
კარელ პობორსკი (ჩეხეთი)

დამხმარე მსაჯები:
დონატო ნიკოლეტი(იტალია)
ტულიო მანფრედინი(იტალია)
მეოთხე მსაჯი:
მარსელო ნიკი (იტალია)

 ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული 
გერმანიის დროშა
გერმანია
მესამე წოდება

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]