იოზუა კიმიხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იოზუა კიმიჰი)
Jump to navigation Jump to search
იოზუა კიმიხი
20180602 FIFA Friendly Match Austria vs. Germany Joshua Kimmich 850 0717.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
იოზუა ვალტერ კიმიხი
დაბადების
თარიღი
8 თებერვალი, 1995 (1995-02-08) (25 წლის)
დაბადების
ადგილი
როტვეილი გერმანიის დროშა გერმანია
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბაიერნი
ნომერი 32
ახალგაზრდული კარიერა
-2007 ბოსინგენი
2007-2013 სტუტგარდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2013-2015 ლაიფციგი 53 (3)
2015- ბაიერნი 141 (11)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ჯოშუა კიმიხი (გერმ. Joshua Kimmich; 8 თებერვალი 1995, როტვაილი, გერმანია) — გერმანელი ფეხბურთელი. მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი და მცველი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიმიხმა ფეხბურთის თამაში დაიწყო VfB Bösingen–ში, ქალაქ Besingen–ში,როტვაილის რაიონში. 12 წლის ასაკში ჯოშუა "შტუტგარტის" ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე გახდა. ყველა ასაკის გავლის შემდეგ, კულმინაციურ სეზონში, 2012–2013 წლებში, მან ითამაშა ახალგაზრდული ბუნდესლიგა.

2013-2014 წლებში ის უკვე იწყებს თამაშს RB Leipzig–ში,სადაც ღებულობს ორწლიან კონტრაქტს,რომელიც იმ შემთხვევაში გაგრძელდება კიდევ ორი წლით,თუ "შტუტგარტი" არ გამოიყენებს გამოსყიდვის შესაძლებლობას .RB Leipzig–ში თავის პირველ სეზონზე კიმიხმა უმაღლეს დონეზე ითამაშა  26 მატჩში  და გაიტანა1 გოლი. მისი დებიუტი შედგა 2013 წლის 28 სექტემბერს,როდესაც Unterhaching–ის წინააღმდეგ თამაშში 55–ე წუთზე შეცვალა ტიაგო როკენბაჰი. თამაში დასრულდა ანგარიშით: 2:2.  

თავის პროფესიონალურ კარიერაში პირველი გოლი ჯოშუამ გაიტანა 2013 წლის 30 ნოემბერს,როდესაც თამაშობდა "ზაარბრიუკენის" წინააღმდეგ,თამაში დამთავრდა ანგარიშით: 3:2. ყველა მატჩში,რომელშიც ჯოშუა თამაშობდა,იყო სასტარტო შემადგენლობაში. მეორე ბუნდესლიგაზე მისი დებიუტი შედგა 2014 წლის 10 აგვისტოს "მიუნჰენ 1860–ის" წინააღმდეგ.  (ანგარიში: 3:0).

ბაიერნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 2 იანვარს ცნობილი გახდა,რომ კიმიხი ზაფხულიდან დაიწყებდა „ბაიერნში“ თამაშს. ამავე წლის 1 ივლისს „შტუტგარტმა“ გამოისყიდა კიმიჰი და მალევე მიჰყიდა „ბაიერნს“. მოთამაშემ „ბაიერნთან“ 5–წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2015 წლის 12 სექტემბერს ჯოშუა „ბაიერნის“ დებიუტანტი იყო,მან "აუსბურგის" წინააღმდეგ თამაშში, რომელიც დასრულდა ანგარიშით : 2:1, ითამაშა ფილიპ ლამის მაგივრად. 2015 წლის 16 სექტემბერს კიმიხი გვევლინება ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტად,სადაც ის საბერძნეთის „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ თამაშში 76–ე წუთზე ცვლის ჩაბი ალონსოს. ამჟამად ჯოშუა კიმიხმა მიუნხენურ კლუბში ეროვნულ ჩემპიონატზე 22 მატჩში ითამაშა.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Flag of Germany.svg ბაიერნი

  •  გერმანიის ჩემპიონი: 2014/15; 2015/16
  • გერმანიის თასის მფლობელი (1) : 2015/16