შინაარსზე გადასვლა

შიმონ მარცინიაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიმონ მარცინიაკი

2013 წელს
დაბადების თარიღი 7 იანვარი, 1981 (1981-01-07) (43 წლის)
პლოცკი, პოლონეთის დროშა პოლონეთი
საქმიანობა საფეხბურთო მსაჯი
აქტიური 2009-დან; 2011-დან ფიფას მიერ ლიცენზირებული
დამსაქმებელი ფიფა; პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია

შიმონ მარინციაკი (პოლ. Szymon Marciniak; დ. 7 იანვარი, 1981) — პოლონელი საფეხბურთო მსაჯი.

მარცინიაკი დაიბადა პლოცკში, პოლონეთში. 2011 წლიდან არის ფიფას მიერ ლიცენზირებული მსაჯი.[1] მან იმსაჯა ერთი შეხვედრა 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ამ შეხვედრაში ერთმანეთს პორტუგალია და აზერბაიჯანი დაუპირისპირდნენ.[2][3]

2015 წლის 30 ივნისს მან იმსაჯა 2015 წლის უეფა-ს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში. ევრო 2016-ზე მან იმსაჯა სამ შეხვედრაში: ესპანეთი-ჩეხეთი, ისლანდია-ავსტრია (ორივე ჯგუფური) და გერმანია-სლოვაკეთი (პლეიოფი).

2018 წლის 29 მარტს დაანონსდა, რომ იგი იმსაჯებდა რამდენიმე შეხვედრას 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე სადაც მისი ასისტენტები იქნებოდნენ პაველ სოკოლინცკი და ტომაშ ლისტკიევიჩი.[4] მან იმსაჯა ორი შეხვედრაში ჯგუფურ ეტაპზე: არგენტინა-ისლანდია და გერმანია-შვედეთი. 2018 წლის 15 აგვისტოს იმსაჯა უეფა-ს სუპერთასის შეხვედრა სადაც ერთმანეთს მადრიდის „ატლეტიკო“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდნენ.[5]

  1. FIFA. "Poland: Referees" დაარქივებული 2015-02-22 საიტზე Wayback Machine. . Retrieved on 28 April 2013.
  2. Profile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-12. ციტირების თარიღი: 2019-06-21.
  3. FIFA. "Match Report – Portugal – Azerbaijan 3:0 (0:0)" დაარქივებული 2014-07-09 საიტზე Wayback Machine. . 11 September 2012. Retrieved on 28 April 2013.
  4. List of Match Officials at 2018 FIFA World Cup (29 March 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 21 ივნისი 2019.
  5. უეფას სუპერთასს პოლონელი მსაჯი განსჯის