* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 29 მაისი, 2017 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 29 მაისი, 2017
ნანი დაიბადა პრაიაში, კაბო-ვერდეში. ის გაჰყვა ოჯახს ემიგრაციაში ევროპაში ადრეულ ასაკში. ის გაიზარდა პორტუგალიაში და საფეხბურთო კარიერა დაიწყო „რეალ მასამაში“. 16 წლის ასაკში, მან დაიწყო ვარჯიში „სპორტინგში“, საბოლოოდ შეუერთდა კლუბს მას შემდეგ, რაც შესთავაზეს სეზონისწინა შეკრებაზე წასვლა. 2005 წელს შედგა მისი პროფესიონალური დებიუტი და მოიგო პორტუგალიის თასი კლუბში გატარებულ მეორე სეზონში. 2007 წლის მაისში ნანი დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად. 2007 წლის ივლისში ის გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ €25.5 მილიონის სანაცვლოდ.[1] ნანიმ მოიგო ინგლისის სუპერთასი დებიუტშივე. კლუბთან ერთად მოიგო პრემიერ ლიგა, 2009 წლის საფეხბურთო ლიგის თასი, ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და სამი ინგლისის სუპერთასი. პროფესიონალ ფეხბურთლეთა ასოციაციამ ნანი 2011 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.
ნანი ასევე არის პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრი. ის იყო აგრეთვე პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა 2006 წელს დანიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში, სადაც მან გაიტანა პირველი სანაკრებო გოლი, მისმა ნაკრებმა კი მოიგო 4-2 კოპენჰაგენში.