შინაარსზე გადასვლა

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008: ფინალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევრო 2008: ფინალი
Euro Cup 2008 Final Vienna.JPG
ტურნირი ევრო 2008
თარიღი 29 ივნისი, 2008
არენა ერნსთ–ჰაპელის სტადიონი, ვენა
საუკეთესო ფეხბურთელი ფერნანდო ტორესი (ესპანეთი)
მსაჯი რობერტო როსეტი (იტალია)
დასწრება 51 428
2004
2012

უეფა ევრო 2008–ის ფინალიევრო 2008-ის ფინალური ტურნირის დასკვნითი მატჩი. გაიმართა 2008 წლის 29 ივნისს ერნსთ–ჰაპელის სტადიონზე, ვენაში, ავსტრია და გამოვლინდა უეფა ევრო 2008–ის გამარჯვებული. ევროპის 2008 წლის საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა გერმანიის ეროვნულ ნაკრები 1:0 დაამარცხა და 1964 წელს მოგებული ფინალის შემდეგ, ჩემპიონობა მეორედ იზეიმა. ლუის არაგონესის გუნდის ფეხბურთელებმა მთელი ტურნირი დაუმარცხებლად განვლეს, ეს კი 1984 წლის ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც ტრიუმფს საფრანგეთმა მიაღწია, პირველად მოხდა.

გერმანია რაუნდი ესპანეთი
მოწინააღმდეგე შედეგი ჯგუფური ეტაპი მოწინააღმდეგე შედეგი
პოლონეთის დროშა პოლონეთი 2–0 პირველი ტური რუსეთის დროშა რუსეთი 4–1
ხორვატიის დროშა ხორვატია 1–2 მეორე ტური შვედეთის დროშა შვედეთი 2–1
ავსტრიის დროშა ავსტრია 1–0 მესამე ტური საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 2–1
გუნდი გატ გაშ სხვ
ხორვატიის დროშა ხორვატია 330041+39
გერმანიის დროშა გერმანია 320142+26
ავსტრიის დროშა ავსტრია 301213–21
პოლონეთის დროშა პოლონეთი 301214–31
საბოლოო მდგომარეობა
გუნდი გატ გაშ სხვ
ესპანეთის დროშა ესპანეთი 330083+59
რუსეთის დროშა რუსეთი 32014406
შვედეთის დროშა შვედეთი 310234–13
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 300315–40
მოწინააღმდეგე შედეგი პლეი-ოფი მოწინააღმდეგე შედეგი
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 3–2 მეოთხედფინალები იტალიის დროშა იტალია 0–0 (დ.დ.) (4–2 პენალტების სერია)
თურქეთის დროშა თურქეთი 3–2 ნახევარფინალები რუსეთის დროშა რუსეთი 3–0

ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფში რუსეთს, შვედეთსა და საბერძნეთს აჯობა, ფინალამდე კი გზიდან იტალია და იგივე რუსეთი ჩამოიტოვ. მათი უპირატესობა ევრო-2008-ს ფინალურ მატჩშიც აშკარა იყო, როდესაც მათ გერმანიის ეროვნულ გუნდს აშკარად აჯობეს. გერმანიამ ვერცერთი საგოლე მომენტი ვერ შექმნა. ჩემპიონატის ბომბარდირის, დავიდ ვილიას არყოფნაში, არაგონესმა ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდად ფერნანდო ტორესი გაამწესა, თუმცა, ამით ესპანელთა შეტევებს სიმწვავე არ დაჰკლებია. იგი თანაგუნდელთა ლამის ყველა პასს იღებდა და არცთუ დამაჯერებლად მოთამაშე გერმანელი მცველები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა. მოგვიანებით ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახალებული ტორესის დაუცხრომლობამ შედეგი მატჩის 33-ე წუთზე გამოიღო, როდესაც მან ლამი უკან მოიტოვა, შემდეგ კი აშკარად დაუფიქრებლად გამოსულ ლემანსაც აჯობა და ბურთი კარში გადაგზავნა.

ყველანაირი ლოგიკით, გოლის შემდეგ ლიოვის ფეხბურთელებს უფრო აქტიური თამაში უნდა გაეჩაღებინათ, თუმცა, გერმანიამ ეს ვერ შეძლო. მე-2 ტაიმის დასაწყისში ისინი ტერიტორიულ უპირატესობას კი დაეუფლნენ, თუმცა კასილასის კარამდე მიახლოება ძველებურად უჭირდათ.

ტრავმირებული ბალაკი კარგად ვერ თამაშობდა, ჰიცლშპერგერისა და ფრინგსის მონდომება კი იმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ შედარებით აქტიური შვაინშტაიგერისთვის მხარი აებათ. ამის ფონზე ხავისა და ინიესტას კომბინაციურმა თამაშმა აჯობა გერმანელების ნახევარდაცვას. ესპანელმა ჩამშლელმა მარკოს სენამ ფინალშიც უდიდესი სამუშაო გასწია და პირველი წარმოშობით ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. მცველმა სერხიო რამოსმა საკუთარი აქტიურობის წყალობით, მარჯვენა ფლანგიდან არაერთი ხიფათი შექმნა გერმანიის კართან.[1]

29 ივნისი
22:45
გერმანიის დროშა გერმანია 0 –1 ესპანეთის დროშა ესპანეთი ერნსთ–ჰაპელის სტადიონი, ვენა
მაყურებელი: 51,428
მსაჯი: რობერტო როსეტი
ტორესი გოლი 33'
გერმანია
ესპანეთი
გერმანიის დროშა
გერმანია:
GK1იენს ლემანი
RB3არნე ფრიდრიხი
CB17პერ მერტეზაკერი
CB21კრისტოფ მეტცელდერი
LB16ფილიპ ლამიშეცვლაზე გამოყვანა 46 წუთის შემდეგ 46'
CM8ტორსტენ ფრინგსი
CM15ტომას ჰიცლშპერგერიშეცვლაზე გამოყვანა 58 წუთის შემდეგ 58'
RW7ბასტიან შვაინშტაიგერი
AM13მიხაელ ბალაკი Booked after 43 minutes 43'
LW20ლუკას პოდოლსკი
CF11მიროსლავ კლოზეშეცვლაზე გამოყვანა 79 წუთის შემდეგ 79'
შეცვლები:
DF2მარსელ იანსენიშეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46'
FW22კევინ კურანიBooked after 88 minutes 88'შეცვლაზე შესვლა after 58 წუთი 58'
FW9მარიო გომესიშეცვლაზე შესვლა after 79 წუთი 79'
მწვრთნელი:
გერმანიის დროშა იოახიმ ლიოვი
ესპანეთის დროშა
ესპანეთი:
GK1იკერ კასილასი Booked after 43 minutes 43'
RB15სერხიო რამოსი
CB4კარლოს მარჩენა
CB5კარლეს პუიოლი
LB11ჟოან კაპდევილა
DM19მარკოს სენა
RM6ანდრეს ინიესტა
CM8ჩავი ერნანდესი
CM10ფრანსესკ ფაბრეგასიშეცვლაზე გამოყვანა 63 წუთის შემდეგ 63'
LM21დავიდ სილვაშეცვლაზე გამოყვანა 66 წუთის შემდეგ 66'
CF9ფერნანდო ტორესიBooked after 74 minutes 74'შეცვლაზე გამოყვანა 78 წუთის შემდეგ 78'
შეცვლები:
MF14ხაბი ალონსოშეცვლაზე შესვლა after 63 წუთი 63'
MF12სანტი კასორლაშეცვლაზე შესვლა after 66 წუთი 66'
FW17დანი გუისაშეცვლაზე შესვლა after 78 წუთი 78'
მწვრთნელი:
ესპანეთის დროშა ლუის არაგონესი

საუკეთესო მოთამაშე:
ესპანეთის დროშა ფერნანდო ტორესი

დამხმარე მსაჯები:
იტალიის დროშა ალესანდრო გრისელი
იტალიის დროშა პაოლო კალკანიო
მეოთხე მსაჯი:
შვედეთის დროშა პიტერ ფროიდფელდტი

 უეფა ევრო 2008-ის გამარჯვებული 
ესპანეთის დროშა
ესპანეთი
მეორე წოდება

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]