ავსტრიის ადმინისტრაციული დაყოფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფედერალური მხარე (ავსტრია))

ავსტრია არის ფედერალური რესპუბლიკა, რომელიც დაყოფილია 9 ფედერალურ მხარედ. მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდია ვენა 1,6 მლნ კაციანი მოსახლეობით, ხოლო ფართობით უდიდესია ქვემო ავსტრია - 19,178 კმ².

რუკაზე ნაჩვენებია ავსტრიის 84 პოლიტიკური ოლქი და 15 სტატუტური ქალაქი

ფედერალური მხარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# მხარეები (Bundesland) დედაქალაქი ფართობი მოსახლეობა [1] ნომერი
The States of Austria
1 ბურგენლანდი აიზენშტადტი 3,965 კმ² 301,250 9
2 კარინთია (Kärnten) კლაგენფურტი 9,537 კმ² 568,984 6
3 ქვემო ავსტრია (Niederösterreich) სანქტ-პოლტენი 19,180 კმ² 1,718,373 2
4 ზემო ავსტრია (Oberösterreich) ლინცი 11,983 კმ² 1,522,825 3
5 ზალცბურგი ზალცბურგი 7,155 კმ² 568,346 7
6 შტირია (Steiermark) გრაცი 16,399 კმ² 1,265,198 4
7 ტიროლი (Tirol) ინსბრუკი 12,648 კმ² 771,304 5
8 ფორარლბერგი ბრეგენცი 2,602 კმ² 406,395 8
9 ვენა (Wien) ვენა (Wien) 414.82 km² 1,982,097 1

ოლქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრიის ფედერაციული მხარეები თავის მხრივ იყოფა 84 პოლიტიკურ ოლქად (Politische Bezirke) და 15 დაკანონებულ ქალაქად, რომლებსაც თავიანთი ოლქები გააჩნიათ, ხოლო თითოეული ოლქი იყოფა მუნიციპალიტეტებად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 01.01.2023