აღმოსავლეთის ფრონე
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან დვანის ფრონე)
| აღმოსავლეთის ფრონე | |
|---|---|
|
აღმოსავლეთის ფრონე არადეთსა და საღოლაშენს შორის | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | შიდა ქართლის მხარე |
| მარჯვენა შენაკადები | დვანი |
| მარცხენა შენაკადები | ტილიანი |
| სათავე |
ლიხის ქედი 42°20′08″ ჩ. გ. 43°48′08″ ა. გ. / 42.3356472° ჩ. გ. 43.8023333° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 1705 მ |
| შესართავი |
მტკვარი 42°02′33″ ჩ. გ. 43°52′35″ ა. გ. / 42.0425500° ჩ. გ. 43.8765917° ა. გ. |
| სიგრძე | 41 კმ |
| აუზის ფართობი | 231 კმ² |
| მდინარის სისტემა | მტკვარი → კასპიის ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 2,5 მ³/წმ |
|
| |
აღმოსავლეთის ფრონე,[1] დვანისწყალი — მდინარე საქართველოში, თიღვისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, მტკვრის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1705 მ-ზე. სიგრძე 41 კმ, აუზის ფართობი 231 კმ². მარცხნიდან ერთვის ტილიანი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, არამდგრადი წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან — 2,5 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.[2]
ვახუშტის მდინარე მოხსენიებული აქვს როგორც დვანის წყალი. უწოდებენ დვანის ფრონესაც (სოფელ დვანიდან ქვემოთ).[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 19.
- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 406.
- ↑ გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 10, ISBN 5-520-00154-5.