ჯორჯ რომერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯ რომერო

რომერო 2009 წელს
მშობლიური სახელი George A. Romero
დაბადების სახელი ჯორჯ ენდრიუ რომერო
დაბადების თარიღი 4 თებერვალი, 1940
ბრონქსი, ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 16 ივლისი, 2017 (77 წლის)
ტორონტო, ონტარიო, კანადა
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
კანადის დროშა კანადა
ალმა-მატერი კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი
საქმიანობა
  • კინორეჟისორი
  • სცენარსიტი
  • მემონტაჟე
მეუღლე(ები) ნენსი რომერო (იქ. 1971; განქ. 1978)
კრისტინ ფორესტი (იქ. 1980; განქ. 2010)
სიუზან დეროშე (იქ. 2011)
შვილ(ებ)ი 3

ჯორჯ ენდრიუ რომერო (ინგლ. George Andrew Romero; დ. 4 თებერვალი, 1940 — გ. 16 ივლისი, 2017) — ამერიკული წარმოშობის კანადელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მემონტაჟე, ცნობილი მისი სატირული ზომბი-აპოკალიპსური ფილმებით.

ჯორჯ ენდრიუ რომერო დაიბადა 1940 წლის 4 თებერვალს, ბრონქსში, ნიუ-იორკში, ანა დვროსკის და ჯორჯ რომეროს ოჯახში.[1] კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ[2]1960 წელს, რომერომ დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების და სატელევიზიო რეკლამების გადაღება.[3] 1960-იანი წლების ბოლოს მის მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა კომპანია „Image Ten Productions“ — კომპანია, რომელმაც მოგვიანებით აწარმოა საკულტო ფილმად აღიარებული „ცოცხალი მკვდრების ღამე“ (1968),[4] რომელიც ფილმების ეროვნული რეესტრის მიერ დაცულია კონგრესის ბიბლიოთეკაში, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ნაშრომი.[5] მისი სხვა ნამუშევრებია: „გარდაცვლილთა განთიადი“ (1978), „გარდაცვლილთა დღე“ (1985),[6] „შეშლილები“, „მარტინი“ (1978), „საშინელებათა კალეიდოსკოპი“ (1982), „მკვლელი მაიმუნი“ (1988), „ბნელი ნახევარი“ (1993) და „თავზეხელაღებული“ (2000). იგი აგრეთვე ტელესერიალ „საშიში ზღაპრების“ შექმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერია.[7]

რომერო მიჩნეულია საშინელებათა ჟანრის პიონერად და მოიხსენიება, როგორც „ზომბი-ფილმების მამა“.[8] მან გავლენა მოახდინა უამრავ კინემატოგრაფისტსა და მწერალზე, მათ შორისაა კომიქსების მწერალი რობერტ კირკმენი,[9] აგრეთვე რეჟისორები: სეთ გრემ-სმითი, ედგარ რაიტი[10] და ჯეკ ტომას სმითი.[11]

ჯორჯ რომერო გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 77 წლის ასაკში, 2017 წლის 16 ივლისს, ტორონტოში.[12]

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი რეჟისორი სცენარისტი პროდიუსერი
1968 „ცოცხალი მკვდრების ღამე“ დიახ დიახ არა
1971 „როგორც ბუზები თაფლზე“ დიახ არა არა
1973 „ჯადოქრების სეზონი“ დიახ დიახ არა
„შეშლილები“ დიახ დიახ არა
1978 „მარტინი“ დიახ დიახ არა
„მიცვალებულთა განთიადი“ დიახ დიახ არა
1981 „მრბოლელი რაინდები“ დიახ დიახ არა
1982 „საშინელებათა კალეიდოსკოპი“ დიახ არა არა
1985 „მიცვალებულთა დღე“ დიახ დიახ არა
1987 „საშინელებათა კალეიდოსკოპი 2“ არა დიახ არა
1988 „მკვლელი მაიმუნი“ დიახ დიახ არა
1990 „ზღაპრები მუქი მხრიდან“ არა დიახ არა
„ორი გაბოროტებული მზერა“ დიახ დიახ არა
„ცოცხალი მკვდრების ღამე“ არა დიახ არა
1993 „ბნელი ნახევარი“ დიახ დიახ დიახ
2000 „თავზეხელაღებული“ დიახ დიახ არა
2005 „მიცვალებულთა მიწა“ დიახ დიახ არა
2007 „მიცვალებულთა დღიურები“ დიახ დიახ დიახ
2009 „მკვდრების გადარჩენა“ დიახ დიახ არა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. George A. Romero Biography (1940–). Filmreference.com (1940-02-04). ციტირების თარიღი: 2016-01-23
  2. Pennsylvania Center for the Book. George Romero. Pabook.libraries.psu.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-02. ციტირების თარიღი: 2019-03-17.
  3. Block, Alex Ben (25 October 2017). „George Romero Discusses ‘Night of the Living Dead’ in Previously Unavailable 1972 Interview“. Variety. Penske Business Media, LLC. ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  4. M. Rowan, Terry. Hollywood Monsters & Creepy Things. Lulu.com, გვ. 126. ISBN 9781365462108. 
  5. Allen, Jamie (16 ნოემბერი, 1999). „U.S. film registry adds 25 new titles“. Entertainment. CNN. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. J.C. Maçek III. (15 ივნისი, 2012) The Zombification Family Tree: Legacy of the Living Dead. PopMatters.
  7. James Hibberd. (12 ნოემბერი, 2013) 'Tales from the Darkside' reboot at the CW. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 20 ივლისი, 2017
  8. „George A. Romero, Father of the Zombie Film, Dies at 77“. The Hollywood Reporter (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-07-16.
  9. Day, Patric Kevin (November 1, 2013). "George Romero dismisses 'The Walking Dead' as 'soap opera'". Los Angeles Times.
  10. Schwartz, Terri. (21 მაისი, 2012) HCFF: George Romero honored by Edgar Wright, Robert Kirkman, Zack Snyder and Simon Pegg. IFC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-12. ციტირების თარიღი: 2019-03-17.
  11. Wien, Gary (19 ოქტომბერი, 2014). "Infliction: An Interview With Jack Thomas Smith". New Jersey Stage.
  12. Anderson, Tre'Vell. (July 16, 2017) George A. Romero, 'Night of the Living Dead' creator, dies at 77. ციტირების თარიღი: July 16, 2017