შინაარსზე გადასვლა

მილა იოვოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილა იოვოვიჩი

მილა იოვოვიჩი 2014 წელს
დაბადების სახელი მილიცა იოვოვიჩი
დაბადების თარიღი 17 დეკემბერი, 1975
კიევი, უკრაინა
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
მუსიკოსი
დიზაინერი
აქტიური 1985–დღემდე
მეუღლე(ები) ლიუკ ბესონი (1997-1999)

მილა იოვოვიჩი (რუს. Милица Йовович; დ. 17 დეკემბერი, 1975)[1] — ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მუსიკოსი. კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო არაერთ სამეცნიერო ფანტასტიკურ და მოქმედებითი ჟანრის ფილმში. კარიერა დაიწყო როგორც მოდელმა; პირველად გამოჩნდა ჟურნალ „ლეის“ გარეკანზე. 1988 წელს პირველად მიიღო პროფესიონალური სამსახიობო როლი სატელევიზიო ფილმში „ღამის გასეირნება კატმანდუში“; იმავე წელს ითამაშა ფილმში „ორი მთვარის შერწყმა“. რამდენიმე უმნიშვნელო სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ, 1989 წელს როლი მიიღო ფილმში „ცოლიანი, შვილებთან ერთად“. პოპულარობა მოუტანა ფილმმა „დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში“. 1992-1993 წლებში შესაბამისად ითამაშა ფილმებში „კაფსი“ და „კაიფში და არეულობაში“. შემდეგ, რამდენიმე ხნით ეკრანს ჩამოშორდა. 1997 წელს ბრიუს უილისთან ერთად ითამაშა ცნობილ ფილმში „მეხუთე ელემენტი“, ხოლო ორი წლის შემდეგ ფილმში „ჟანა დ`არკი“. აღსანიშნავია აგრეთვე ფილმების სერია „ბოროტების სავანე“.

მილა იოვოვიჩი დაიბადა 1975 წლის 17 დეკემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში, მამამისის ბოგდან იოვოვიჩის, ეროვნებით სერბი[2][3] პედიატრისა და დედამისის თეატრის მსახიობის ეროვნებით რუსის — გალინა ლოგინოვას ოჯახში.[4] აღიზარდა რუსული მართლმადიდებლური ტრადიციებით.[5] 1980 წელს, როდესაც მილა 5 წლისა იყო მისმა ოჯახმა პოლიტიკური მიზეზების გამო საბჭოთა კავშირი დატოვა და საცხოვრებლად ქალაქ ლონდონში გადავიდა. მოგვიანებით საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ, ჯერ საკრამენტოში (კალიფორნიის შტატი), ხოლო შემდეგ ლოს-ანჯელესში.

1980-იან წლებში მილას მშობლები მოსამსახურედ მუშაობდნენ რეჟისორ ბრაიან დე პალმას სახლში.[6] როდესაც მილა 15 წლისა იყო მამამისი არაკანონიერი სამედიცინო დაზღვევის გამო დააპატიმრეს და 1994 წელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 1999 წელს ციხიდან გაათავისუფლეს.[7] შტატებში დაბინავების შემდეგ მილა სწავლობდა სახელმწიფო სკოლაში და სულ რაღაც 3 თვეში ადვილად აითვისა ინგლისური ენა.[8] სკოლაში სწავლების დროს თანაკლასელები მას აჯავრდებდნენ რამეთუ იგი იყო ემიგრანტი საბჭოთა კავშირიდან.

ვიკიციტატა
„მე მეძახდნენ კომუნისტს და რუს ჯაშუშს. მე არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ ვყოფილვარ ამხანაგური წრის წევრი.“

[9] 12 წლის ასაკში მილამ სკოლა მიატოვა რათა სამოდელო კაირიერით დაკავებულიყო. 1994 წელს მილა იოვოვიჩი გახდა აშშ-ის მოქალაქე.[10]

9 წლის ასაკში სიარული დაიწყო სამოდელო სინჯებზე. იგი აღმოაჩინა ჯინ ლემიუელმა, როდესაც იგი იღებდა იოვოვიჩის სატესტო ფოტოსურათებს, რომელმაც მოგვიანებით აღნიშნული ფოტოსურათები ლოს-ანჯელესში უჩვენა ჰერბ რიტს. მომდევნო დღეს, რიტსმა დაჯავშნა იოვოვიჩის სურათები იტალიური ჟურნალის ლეის გარეკანისთვის. მოგვიანებით იოვოვიჩი გამოჩნდა ჟურნალ The Face-ის გარეკანზე, რომელმაც მისცა საშუალება იოვოვიჩს გაეფორმებინა კონტრაქტი Vogue და Cosmopolitan-ის ჟურნალებთან. მას შემდეგ იოვოვიჩმა დაამშვენა დაახლოებით ასამდე სხვადასხვა ჟურნალის გარეკანი.

1985 წელს ჩააბარა კალიფორნიის პროფესიონალ სამსახიობო სკოლაში. 1988 წელს პირველად შეასრულა როლი ფილმში „ღამის გასეირნება კატმანდუში“. იმავე წელს მცირე როლი მიიღო ფილმში „ორი მთვარის შერწყმა“. 1992 წელს კრისტიან სლეიტერთან ერთად ითამაშა ფილმში „კაფსი“. სხვა კინოროლებიდან აღსანიშნავია: „მეხუთე ელემენტი“, „ჟანა დ`არკი“, „მეოთხე სახეობა“, „სახეები ბრბოში“ და სხვ.

სამსახიობო და სამოდელო კარიერასთან ერთად, იოვოვიჩმა 1994 წელს გამოუშვა მუსიკალური ალბომი The Divine Comedy. იგი თავის ოფიციალურ საიტზე აგრძელებს სიმღერების დემო-ვერსიების გამოშვებას და ხელს უწყობს ფილმებისთვის დაწერილი საუნდტრეკების შექმნას. 2003 წელს კარმენ ჰოკთან ერთად შექმნა ტანსაცმლის ხაზი Jovovich-Hawk, რომელმაც 2008 წლამდე იარსება.[11] მილა იოვოვიჩი არის საპროდიუსერო კომპანიის Creature Entertainment-ის მფლობელი.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1988 ორი მთვარის შერწყმა Two Moon Junction სამანთა
1991 დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში Return to the Blue Lagoon ლილი
1992 კაფსი Kuffs მეია კარლტონი
1992 ჩაპლინი Chaplin მილდრედი
1993 კაიფში და არეულობაში Dazed and Confused მიშელ ბეროუზი
1997 მეხუთე ელემენტი The Fifth Element ლილუ
1998 მისი თამაში He Got Game დაკოტა
1999 ჟანა დ'არკი The Story of Joan of Arc ჟანა დ'არკი
2000 ოქროს მტვერი The Claim ლუსია
2001 ოტელი მილიონი დოლარი The Million Dollar Hotel ელოიზა
2001 ზულენდერი Zoolander კატინკა
2002 ბოროტების სავანე Resident Evil ელისი
2002 სულელიც ყოფილხარ! You Stupid Man ნადინი
2011 თოჯინა Dummy ფანგორა
2003 სახლი თურქულ ქუჩაზე No Good Deed ერინ
2004 ბოროტების სავანე: აპოკალიფსი Resident Evil: Apocalypse ელისი
2006 ულტრავიოლეტი Ultraviolet ვიოლეტი
2007 .45 .45 კეტი
2007 ბოროტების სავანე 3 Resident Evil: Extinction ელისი
2009 იდელური გაქცევა A Perfect Getaway სიდნი
2009 მეოთხე სახეობა The Fourth Kind ებიგეილი
2010 სტოუნი Stone ლუსიეტა
2010 ბოროტების სავანე 4 Resident Evil: Afterlife ელისი
2010 ბინძური გოგონა Dirty Girl სიუი-ენი
2011 ვიკრუტასები Vykrutasy ნადია
2011 ბობის აღზრდა Bringing Up Bobby ოლივი
2011 სამი მუშკეტერი The Three Musketeers მილედი
2011 სახეები ბრბოში Faces in the Crowd ანა
2012 ბოროტების სავანე 5 Resident Evil: Retribution ელისი
2014 სიმბელაინი Cymbeline დედოფალი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Official Website Biography. Millaj.com. ციტირების თარიღი: 2010-12-10.
  2. „Mila Jovović peva zanimljive pesme“. Glas Javnosti (Serbian). 2000-07-07. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-27. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
  3. The Official Milla Jovovich Website :: Biography. ციტირების თარიღი: 2008-11-10.
  4. Milla: The world's richest model. Forbes (2004-07-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-07. ციტირების თარიღი: 2007-12-29.
  5. Frequently Asked Questions. Milla Jovovich official website. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2011. ციტირების თარიღი: November 11, 2011.
  6. Wang, Jen. „Thoroughly Modern Milla“. California Style. ციტირების თარიღი: 2006-09-24. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  7. „Milla Storms Off French TV“. Internet Movie Database. 2002-04-01. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-05. ციტირების თარიღი: 2007-11-19.
  8. Eaton, Anne (March 1988). „Dressed to Kill“. Star. ციტირების თარიღი: 2007-11-02.
  9. Cushing, Colin. (1996)Just Milla, please. ციტირების თარიღი: 2007-10-20.
  10. Brad Tyer (December 15, 1994). „Milla in 3-D“. Houston Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2012-03-14.
  11. Jovovich – Hawk Close. Zimbio.com (2008-08-06). ციტირების თარიღი: 2010-12-10.