ჯეიმზ კამერონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეიმზ კამერონი
მშობლიური სახელი James Cameron
დაბადების სახელი ჯეიმზ ფრენსის კამერონი
დაბადების თარიღი 16 აგვისტო, 1954 (1954-08-16) (69 წლის)
კანადის დროშა კაპუსკასინგი, ონტარიო, კანადა
საქმიანობა რეჟისორი, კინოპროდიუსერი, სცენარისტი და მემონტაჟე
აქტიური 1978 - დღემდე
მეუღლე(ები) შერონ უილიამსი (1978–1984)
გეილ ან ჰარდი (1985–1989)
კეტრინ ბიგელო (1989–1991)
ლინდა ჰამილტონი (1997–1999)
სუზი ამისი (2000–დღემდე)
ოსკარი საუკეთესო რეჟისორი (1997)
საუკეთესო სურათი (1997)
საუკეთესო მონტაჟი (1997)
ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისორი (1997)
საუკეთესო რეჟისორი(2009)

ჯეიმზ კამერონი (დ. 16 აგვისტო, 1954) — კანადელი რეჟისორი, კინოპროდიუსერი, სცენარისტი და მემონტაჟე. მისი უმნიშვნელოვანესი ნამუშევრებია ტერმინატორი (1984), უცხოები (1986), ტერმინატორი 2: განკითხვის დღე (1991), ნამდვილი ტყუილები (1994), ტიტანიკი (1997) და ავატარი (2009). ავატარი არის პირველი მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში. აღსანიშნავია, რომ მას მოსდევს კამერონისვე ნამუშევარი ტიტანიკი. კამერონის ფილმების საერთო შემოსავალი ამერიკის ფარგლებში 1,69 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 4,85 მილიარდს. ფილმისთვის „ტიტანიკი“ კამერონმა მიიღო სამი ოსკარი. პირველი საუკეთესო მონტაჟისთვის (იყოფდა კონრად ბაფთან და რიჩარდ ჰარისთან), მეორე საუკეთესო სურათისთვის (იყოფდა ჯონ ლანდოსთან), ხოლო მესამე საუკეთესო რეჟისურისთვის. ამავე ფილმისთვის მან ასევე დაისახურა ოქროს გლობუსი. 2010 წელს კამერონი კიდევ ერთხელ დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით, ამჯერად ფილმისთვის ავატარი, რომელიც 2009 წელს გამოვიდა სამგანზომილებაში. კამერონი დაქონწინებული იყო ხუთჯერ. მათ შორისაა ლინდა ჰამილტონი, რომელმაც ითამაშა ფილმებში „ტერმინატორი“ და „ტერმინატორი-2: განკითხვის დღე“ სარა კონორის როლი. კამერონსა და ჰამილტონს ჰყავთ ერთი ქალიშვილი. უკანასკნელ ცოლთან, სუზი ამისთან კი ჰყავს ერთი ვაჟიშვილი და ორი ქალიშვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]