ედრიან ბელიუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ედრიან ბელიუ
Adrian Belew, live in Lisbon, 2017.jpg
ედრიან ბელიუ 2017 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რობერტ სტივენ ბელიუ
დაიბადა 23 დეკემბერი, 1949 (1949-12-23) (68 წლის)
კოვინგტონი, კენტუკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • გიტარა
  • გიტარის სინთეზატორი
  • ვოკალი
  • დასარტყმელი საკრავები
  • კლავიშებიანი საკრავები
  • ჩელო
  • კონტრაბასი
  • პერკუსია
  • ლეპტოპი
აქტიური 1977–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
საიტი adrianbelew.net

რობერტ სტივენ „ედრიან“ ბელიუ (ინგლ. Adrian Belew, 23 დეკემბერი, 1949) — ამერიკელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი. მულტი-ინსტრუმენტალისტი და გიტარისტი ბელიუ ყველაზე მეტად ცნობილია შესრულებისადმი არატიპიური, იმპრესიონისტული მიდგომით. თავის მხრივ, მისი სტილი, სტანდარტული ინსტრუმენტული ტონალობების სანაცვლოდ, შეიცავს ცხოველების და მექანიზმების მსგავს ჟღერადობას.

1981-2009 წლებში ედრიანი იყო პროგრესული როკ-ჯგუფ King Crimson-ის წამყვანი ვოკალისტი და ერთ-ერთი გიტარისტი. იგი ითვლება „საოცრად მრავალმხრივ შემსრულებლად“[1]. ლეიბლებზე Island Records და Atlantic Records გამოცემული აქვს თითქმის 20 სოლო ალბომი. მათში The Beatles-ის გავლენით შექმნილი პოპ-როკი აღრეულია უფრო ექსპერიმენტულ მხარეებთან. ედრიანი არის ჯგუფ The Bears-ის წევრი და 1970-იან–1980-იან წლებში ჰყავდა საკუთარი კოლექტივი, GaGa. როგორც სესიური მუსიკოსი, მუშაობდა სხვა შემსრულებლებთან, რომელთა შორის აღსანიშნავია ფრენკ ზაპა, დევიდ ბოუი, Talking Heads, King Crimson, ლორი ანდერსონი და Nine Inch Nails. წვლილი აქვს შეტანილია პოლ საიმონის, Tom Tom Club-ის და სხვათა ჰიტური სინგლების ჩაწერაში. 1989 წელს გამოუშვა სინგლი „Oh Daddy“, მემდგომში ქცეული ჰიტად. მისი 2005 წლის სინგლი Beat Box Guitar ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე საუკეთესო როკ-ინსტრუმენტალის კატეგორიაში.

ედრიანი აგრეთვე აქტიურია საკრავების დიზაინის და მულტიმედიის სფეროებში. Parker Guitars-თან ერთად შეიმუშავა საკუთარი Parker Fly-ს გიტარა. აგრეთვე არის iOS-ის მობილური აპლიკაციების, FLUX by belew-ს და FLUX:FX, the multi-effect audio processor app-ის ავტორი.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონცერტო ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპილაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობა (რჩეული)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლორი ანდერსონი

with The Bears

დევიდ ბოუი
დევიდ ბირნი
ჯო კოკერი
ჟან-მიშელ ჟარი
Béla Fleck & the Flecktones
ჰერბი ჰენკოკი
King Crimson
სინდი ლოპერი
ტონი ლევინი
Nine Inch Nails
მაიკ ოლდფილდი
რიუჩი საკამოტო
  • 1981: Left-Handed Dream
  • 1990: The Arrangement
  • 1994: Soundbytes
Porcupine Tree
N.y.X
უილიამ შატნერი
პოლ საიმონი
Talking Heads
Tom Tom Club
ფრენკ ზაპა
Gizmodrome

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პრატო, გრეგ. Adrian Belew: Biography. AllMusic. წაკითხვის თარიღი: 2009-04-22.