America (Simon & Garfunkel-ის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„America“
სინგლი  – Simon & Garfunkel
ალბომიდან Bookends
B-მხარე "For Emily, Whenever I May Find Her"
გამოსვლის თარიღი ნოემბერი 1972
ფორმატი 7"
ჩაიწერა 1 თებერვალი, 1968
Columbia Studio A
(ნიუ-იორკი)[1]
ჟანრი
ხანგრძლივობა 3:34
ლეიბლი Columbia
სიმღერის ავტორი
პროდიუსერი
Simon & Garfunkel – სინგლების ქრონოლოგია
"For Emily, Whenever I May Find Her"
(1972)
"America"
(1972)
"My Little Town"
(1975)

"America" — ამერიკული დუეტ Simon & Garfunkel-ის სიმღერა ალბომიდან Bookends. იგი გამოვიდა 1972 წელს, თუმცა თავად ალბომი 1968 წელს გამოიცა. სინგლი გამოვიდა კომპილაციის Simon & Garfunkel's Greatest Hits პრომო კამპანიის ფარგლებში. სიმღერა არის ორ ახალგაზრდა შეყვარებულზე, რომლებიც ამერიკაში მოგზაურობენ. საიმონს იგი შთააგონა 1964 წლის მოგზაურობამ შეყვარებულ კეითი ჩიტისთან.

ჯგუფმა Yes ჩაწერა სიმღერის საკუთარი ვერსია, რომელსაც კონცერტებზეც ასრულებდა. ვერსია პირველად გამოვიდა სემპლერზე The New Age of Atlantic და მოგვიანებით — Yes-ის კომპილაციებზე Yesterdays, In a Word: Yes (1969–) და ალბომის Fragile 2003 წლის გამოცემაში. სინგლის სახით გამოცემის შემდეგ იგი მოხვდა ჩარტის #46 პოზიციაზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fornatale 2007, გვ. 80.