Discipline (ქართ.წესრიგი) — ინგლისურიპროგრესული როკ-ჯგუფ King Crimson-ის 1981 წლის სტუდიური ალბომი. ეს იყო პირველი დისკი ჯგუფის შვიდწლიანი შესვენების შემდეგ. წინა შემადგენლობიდან დარჩნენ მხოლოდ ბილ ბრუფორდი და კინგ კრიმსონი. ფრიპმა ასევე მოიყვანა ედრიან ბელიუ, შესრულების ორიგინალური მანერის მქონე გიტარისტი და ბას გიტარისტი ტონი ლევინი, რომელიც მანამდე პიტერ გებრიელის პროექტებში მონაწილეობდა. ეს უკანასკნელი უკრავდა ჩეპმენ სტიკით, რაც ბას პარტიების ჟღერადობას ორიგინალურ ტონს აძლევდა.