A Scarcity of Miracles
| A Scarcity of Miracles | |
|---|---|
|
| |
| სტუდიური ალბომი — | |
| გამოცემის თარიღი | 30 მაისი, 2011 |
| ჟანრი | |
| ხანგრძლივობა | 42:22 |
| ლეიბლი | Discipline Global Mobile |
| პროდიუსერი | რობერტ ფრიპი, ჯაკო ჯეკზიკი |
| მიმოხილვების ქულები | |
|---|---|
| წყარო | რეიტინგი |
| All About Jazz | დადებითი[1] |
| PopMatters | დადებითი[2] |
A Scarcity of Miracles — Jakszyk, Fripp and Collins-ის ალბომი. პროექტში მონაწილეობენ King Crimson-ის წევრები, რობერტ ფრიპი, მელ კოლინზი და სიმღერების ავტორი-გიტარისტი ჯაკო ჯეკზიკი (რომელიც მანამდე უკრავდა პროექტ 21st Century Schizoid Band-ში).
ალბომი შეიქმნა გიტარის იმ იმპროვიზაციების საფუძველზე, რომლებიც ჯაკზეკის და ფრიპის მიერ იწერებოდა უილტშირში (ინგლისი). ალბომის ჩაწერა თავდაპირველად არ იგეგმებოდა [3]. ფრიპის თანხმობით ჯაკზეკმა თავად აიღო მასალა და გადაამუშავა ვოკალების დამატებით. კოლინზი ასევე შეუერთდა ამ სესიებს.[3]. ალბომი იძენდა საკუთარ სახეს და დროდადრო სიმღერების ჩაწერაში აგრეთვე მონაწილეობდნენ King Crimson-ის სხვა წევრები - ტონი ლევინი (ჩეპმენ-სტიკი, ბასი) და გევინ ჰარისონი (დასარტყმელი საკრავები).[4]
A Scarcity of Miracles გამოვიდა ქვესათაურით „A King Crimson ProjeKct“. შედეგად, ბევრმა გამოხატა ვარაუდი, რომ ეს, შესაძლოა, ყოფილიყო თავად King Crimson-ის შემდეგი შემადგენლობა. ფრიპმა იგი უარყო და დაამატა, რომ ეს მისთვის ერთ-ერთი საყვარელი ალბომი იყო. „Crimson-ის გენი აქვს, მაგრამ KC არ არის“[4].
კომპოზიციები „A Scarcity of Miracles“ და „The Light of Day“ სრულდებოდა King Crimson-ის კონცერტებზე.
ალბომის გარეკანის ავტორია პიჯეი კრუკი.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| # | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
|---|---|---|
| 1. | „A Scarcity of Miracles“ | 7:27 |
| 2. | „The Price We Pay“ | 4:49 |
| 3. | „Secrets“ | 7:48 |
| 4. | „This House“ | 8:37 |
| 5. | „The Other Man“ | 5:59 |
| 6. | „The Light of Day“ | 9:02 |
| საერთო ხანგრძლივობა: | 43:40 | |
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაკო ჯეკზიკი – გიტარები, ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები, გუჩენი
- რობერტ ფრიპი – გიტარები, ხმოვანი ფონები
- მელ კოლინზი – ალტო და სოპრანო საქსოფონები, ფლეიტა
- დამატებითი პერსონალი
- ტონი ლევინი – ბას-გიტარა, ჩეპმენ-სტიკი
- გევინ ჰარისონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კელმანი, ჯონ. (27 May 2011) Jakszyk, Fripp & Collins: A Scarcity of Miracles. allaboutjazz.com. ციტირების თარიღი: 26 August 2013.
- ↑ კოზარი, რონ. (23 March 2012) Robert Fripp: An Appreciation | PopMatters. popmatters.com. ციტირების თარიღი: 26 August 2013.
- ↑ 3.0 3.1 შენიშვნები, A Scarcity of Miracles, Panegyric 2011
- ↑ 4.0 4.1 Burning Shed page for A Scarcity of Miracles