Fly from Here

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Fly from Here

სტუდიური ალბომი - Yes
გამოცემის თარიღი 22 ივნისი 2011 (იაპონია)
1 ივლისი 2011 (ევროპა)
12 ივლისი 2011 (აშშ) [1][2][3]
ჩაიწერა ოქტომბერი-ნოემბერი 2010
იანვარი-თებერვალი 2011 (ლოს-ანჯელესი)
ხმის მიქსი: აპრილი 2011 (ლონდონი)
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 47:28
ლეიბლი Frontiers Records (ევროპა, აშშ)
Avalon (იაპონია)
პროდიუსერი ტრევორ ჰორნი [3]
Yes - ქრონოლოგია
Union Live
1-DVD / 2-CD (2011)
Fly from Here
(2011)
Heaven & Earth
(2014)
სინგლები ალბომიდან Fly from Here
  1. We Can Fly
    გამოვიდა: 13 ივნისი 2011
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Daily Express 3/5 stars[4]
Sputnikmusic 2/5 stars[5]
Paste Magazine 8.2/10  stars[6]
The Guardian 2/5 stars[7]
Blurt Magazine 7/10 stars[8]
All Music Guide 4/5 stars[9]

Fly from Hereინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ Yes-ის მეოცე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა იაპონიაში, 2011 წლის 22 ივნისს, ლეიბლზე Avalon Records. აშშ-ში დისკი გამოვიდა 2011 წლის 12 ივლისს[10]. ევროპაში იგი გამოიცა 1 ივლისს. ალბომის სახელწოდება მომდინარეობს სასათაურო კომპოზიციისგან.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Fly from Here არის ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომი 2001 წლის დისკის Magnification შემდეგ. აგრეთვე ეს არის პირველი დისკი, რომელიც ჩაიწერა ვოკალისტ ბენუა დევიდის მონაწილეობით, ჯონ ანდერსონის გარეშე.[11] 2008 წლამდე, სანამ Yes-ს შეუერთდებოდა, დევიდი გამოდიოდა ჯგუფთან Close to the Edge - კანადურ კოლექტივთან, რომელიც Yes-ის სიმღერებს რამდენიმე წლის მანძილზე ასრულებდა.[12] იგი 1999 წლიდან ასევე არის კანადურ ჯგუფ Mystery-ს ვოკალისტი.

ტრევორ ჰორნი, რომელიც ალბომზე Drama (1980) და მის შემდგომ ტურნეზე მთავარი ვოკალისტის მოვალეობას ასრულებდა და შემდეგი ალბომის, 90125 (1983) პროდიუსერი და დისკის Big Generator (1987) თანაპროდიუსერი იყო, დაბრუნდა ახალ ალბომზე სამუშაოდ.[3] Drama-ს პერიოდის მუსიკოსი ჯეფ დაუნზი (კლავიშებიანი საკრავები) ასევე დაბრუნდა ჯგუფში,[3][11] ვინაიდან იგი ოლივერ უეიკმენმა დატოვა. თუმცა, უეიკმენი ასევე მუშაობდა ახალ სიმღერებზე.[3][13][14]

ალბომის სასათაურო კომპოზიცია ეფუძნება სიმღერას, რომელიც 30 წელიწადზე მეტი ხნის წინ დაიწერა. დაუნზმა და ჰორნმა დემო-ჩანაწერი „We Can Fly from Here“ ჯერ კიდევ 1980 წელს წარადგინეს, სანამ ჯგუფს შეუერთდებოდნენ. პირველად ნომერი შესრულდა ჯგუფის რეპეტიციებზე ბილ ბრუფორდის მონაწილეობით (დასარტყმელი საკრავები).[15] მოგვიანებით იგი ჩაიწერა Yes-ის მიერ, არ იქნა შეტანილი Drama-ში, მაგრამ სრულდებოდა 1980 წლის საკონცერტო ტურნეს ფარგლებში.[16] ამ პერიოდის ცოცხალი ჩანაწერი შეტანილია კრებულში The Word Is Live (2005).[17] 1981 წელს Yes დროებით დაიშალა. ჰორნმა და დაუნზმა სიმღერის კიდევ ერთი დემო-ვერსია, ორნაწილიანი სუიტის სახით ჩაწერეს ჯგუფის The Buggles მეორე ალბომში Adventures in Modern Recording (1981) შესატანად. მაგრამ იგი არც ამ ალბომში შოხვედრილა. დემო წარმოდგენილია მის 2010 წლის ახალ გამოცემაში.[18]

Yes-ის საბოლოო ვერსიაში პირველი და მეორე ნაწილი ეფუძნება ადრეულ ჩანაწერებს. სკუაირის თანახმად, ეს არის Yes-ის რიგით მეთხუთმეტე ეპიკური კომპოზიცია, პირველი ეპიკური პიესა 15 წლის შემდეგ. იგი დაახლოებით 25 წუთს გრძელდება.[19][20]

სიმღერა „Life on a Film Set“ ასევე ეფუძნება The Buggles-ის დემოს „Riding a Tide“, რომელიც ასევე მოხვდა Adventures in Modern Recording-ის 2010 წლის გამოცემაში. ახალ სიმღერებს შორის არის სტივ ჰაუს აკუსტიკური „Solitaire“.

ჯგუფის 2011 წლის ტურნეს მსვლელობისას სრულდებოდა ოთხი სიმღერა ალბომიდან - მთლიანი „Fly From Here“, „Life on a Film Set“, „Solitaire“ და „Into the Storm“.

გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის გარეკანის ავტორია როჯერ დინი, რომელსაც ეკუთვნის ჯგუფის გარეკნების უმეტესობა.[19] ეს არის ნახატი, დაწყებული 1970 წელს. ნახატი საბოლოოდ დასრულებული იქნა წინა გარეკნების სტილისტიკის გათვალისწინებით, მაგრამ მასზე დატოვებულია ორიგინალური ფერიის ფერები და ტექსტურა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# სახელწოდება ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. „Fly From Here - Overture“ ტრევორ ჰორნი, ჯეფ დაუნზი 1:53
2. „Fly From Here - Pt I - We Can Fly“ ჰორნი, დაუნზი, კრის სკუაირი 6:00
3. „Fly From Here - Pt II - Sad Night at the Airfield“ ჰორნი, დაუნზი 6:41
4. „Fly From Here - Pt III - Madman at the Screens“ ჰორნი, დაუნზი 5:16
5. „Fly From Here - Pt IV - Bumpy Ride“ სტივ ჰაუ 2:15
6. „Fly From Here - Pt V - We Can Fly (reprise)“ ჰორნი, დაუნზი, სკუაირი 1:44
7. „The Man You Always Wanted Me to Be“ სკუაირი, ჯერარდ ჯონსონი, საიმონ სესლერი 5:07
8. „Life on a Film Set“ ჰორნი, დაუნზი 5:01
9. „Hour of Need“ ჰაუ 3:07
10. „Solitaire“ ჰაუ 3:30
11. „Into the Storm“ სკუაირი, ოლივერ უეიკმენი, ჰაუ, ჰორნი, ბენუა დევიდი, ალან უაიტი 6:54

ჩარტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტები (2011) უმაღლესი პოზიცია
გერმანიის ალბომების ჩარტი[21] 16
შოტლანდიის ალბომების ჩარტი[22] 19
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[23] 30
ბილბორდ 200 36

Fly From Here მოხვდა საფრანგეთის ჩარტებში 147 ადგილზე და ერთი კვირის შემდეგ 134-ემდე ავიდა.[24] იაპონიის ჩარტებში იგი #56,[25] ბრიტანეთში - #30,[26] (გაიყიდა რა 5,242 ასლის ოდენობით გამოცემიდან პირველი კვირის განმავლობაში),[27], ხოლო შოტლანდიაში - #19 პოზიციაზე მოხვდა. ნიდერლანდებში იგი აღმოჩნდა #43, ხოლო შვედეთში - #31 ადგილზე.[28]

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Yes
სხვა მუსიკოსები
პროდიუსერები
  • ტიმ ვეიდნერი – ხმის მიქსი, ხმის ინჟინერი
  • ტრევორ ჰორნი - პროდიუსერი, თანაავტორი
  • კერტის შვარცი - ხმის ინჟინერი კომპოზიციაში „Solitaire“
  • ჯონ დეივისი - მასტერინგი
  • როჯერ დინი – გარეკანის დიზაინი

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტები (2011) უმაღლესი
პოზიცია
გერმანიის ალბომები (Media Control)[31] 16
შოტლანდიის ალბომების ჩარტი[32] 19
საფრანგეთის ალბომების ჩარტი[33] 134
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[34] 39
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[35] 31
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[36] 24
ჰოლანდიის ალბომები (MegaCharts)[37] 43
ბელგია (ვალონია)[38] 45
იაპონიის ალბომების ჩარტი[39] 56
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[40] 30
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[41] 36
აშშ - დამოუკიდებელი ალბომები (ბილბორდი)[42] 7
აშშ-ის საუკეთესო როკ-ალბომები (ბილბორდი)[43] 9
აშშ - Top Tastemaker Albums (ბილბორდი)[44] 4

Fly From Here-ის დებიუტი საფრანგეთის ჩარტებში შედგა 147-ე პოზიციით. ერთი კვირის შემდეგ იგი ჩარტში 134-ე პოზიციამდე ავიდა[33]. იაპონიის ჩარტებში ალბომმა 56-ე პოზიციამდე მიაღწია[39], ბრიტანეთში 30-ე იყო,[45], გაიყიდა რა გამოცემიდან პირველ კვირაში 5242 ასლის სახით[27]. შოტლანდიის ჩარტში დისკმა #19 პოზიციამდე მიაღწია. ნიდერლანდებში იგი #43, ხოლო შვედეთში - #31 იყო.[35] აშშ-ში გამოსვლისთანავე მან 36-ე პოზიცია დაიკავა, ჩამოვარდა რა 97-ე პოზიციამდე იმავე კვირაში. ამასთან, იგი იყო Talk-ის შემდეგ ჯგუფის პირველი ალბომი, რომელმაც საუკეთესო ასეულში ორი კვირა გაატარა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. YES AND STYX CO-HEADLINING U.S. SUMMER TOUR
  2. Where are they now? - Yes. bondegezou.co.uk (12 ივნისი 2011). წაკითხვის თარიღი: 12 ივნისი 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Yes' Squire on band's first album in a decade. Bradenton.com (4 მარტი 2011). წაკითხვის თარიღი: 13 მარტი 2011.
  4. Gage, Simon. (2011-07-01) Yes: Fly From Here (Frontiers). წაკითხვის თარიღი: 2011-07-09.
  5. Robin, Smith. (2011-07-01) Yes - Fly from Here. Sputnikmusic. წაკითხვის თარიღი: 2011-07-09.
  6. Reed, Ryan. (2011-07-11) Yes-Fly from here. Pastemagazine. წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
  7. Simpson, Dave. (2011-07-14) Yes: Fly From Here – review. წაკითხვის თარიღი: 2011-07-15.
  8. Chiu, დევიდ. (2011-07-15) Yes: Fly From Here – review. წაკითხვის თარიღი: 2011-07-15.
  9. Eder, Bruce. Fly From Here -Yes]. წაკითხვის თარიღი: 2011-07-18.
  10. Frontiers Records: Fly from Here
  11. 11.0 11.1 Astral Traveler: An Interview with Chris Squire, by Aaron LaFont, Offbeat,7 მარტი 2011
  12. Knopper, Steve. “Squire's bass a constant on Yes' musical adventure“, მარტი 17, 2011. წაკითხვის თარიღი: მარტი 25, 2011. 
  13. http://www.oliver-wakeman.co.uk/html/olivernews2011.html#9Apr
  14. Knopper, Steve. “Squire's bass a constant on Yes' musical adventure“, მარტი 17, 2011. წაკითხვის თარიღი: მარტი 19, 2011. 
  15. Welch, Chris (2003). Close to the Edge: The Story of Yes, 3rd, Omnibus Press, გვ. 190, 196. ISBN 978-0711995093. წაკითხვის თარიღი: მარტი 15, 2011. 
  16. Greene, Andy. (მარტი 25, 2011) Yes Reunite With 'Owner Of A Lonely Heart' Producer Trevor Horn. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: მარტი 28, 2011.
  17. The Word Is Live – Yes. Allmusic. წაკითხვის თარიღი: მარტი 19, 2011.
  18. Adventures In Modern Recording – The Buggles. Allmusic. წაკითხვის თარიღი: მარტი 19, 2011.
  19. 19.0 19.1 "Affirmative Action", by Nikki M. Miscali, The Weekender, 22 მარტი 2011
  20. Fly from Here Electronic Press Kit
  21. http://www.charts.de/album.asp?artist=Yes&title=Fly+From+Here&cat=a&country=de/
  22. http://www.theofficialcharts.com/scottish-albums-chart/
  23. http://www.theofficialcharts.com/albums-chart/
  24. Le classement des Albums Nouveautes. Disque en France (Week of 27/06/2011 to 03/07/2011). წაკითხვის თარიღი: 2011-07-09.
  25. Fly from Here. Oricon. წაკითხვის თარიღი: 2011-07-09.
  26. The Official UK Albums Chart Update. BBC Radio 1 (2011-07-06). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-06-30. წაკითხვის თარიღი: 2011-07-09.
  27. 27.0 27.1 Beyoncé remains at top of album charts with narrow lead over Adele, by Alan Jones, Music Week, 10 ივლისი 2011
  28. Yes - Fly from Here, swisscharts.com]
  29. "Steve Howe - Into the Storm" - interview on Innerviews website
  30. Fly from Here liner notes, Frontiers Records, 2011
  31. "Longplay-Chartverfolgung at Musicline" (გერმანულად). Musicline.de. Media Control. წაკითხვის თარიღი 1 ივნისი 2013.
  32. შოტლანდიის ალბომების ჩარტი. Theofficialcharts.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 თებერვალი 2011. წაკითხვის თარიღი: 8 აგვისტო 2011.
  33. 33.0 33.1 {{cite web|url=http://w"Oricon">Fly from Here. Oricon. დაარქივებულია ორიგინალიდან - 20 აპრილი 2010. წაკითხვის თარიღი: 9 ივლისი 2011.
  34. "Yes – Fly From Here". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 1 ივნისი 2013.
  35. 35.0 35.1 "Yes – Fly From Here". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 1 ივნისი 2013.
  36. "Yes – Fly From Here". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 1 ივნისი 2013.
  37. "Yes – Fly From Here" (ჰოლანდიურად). Dutchcharts.nl. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 1 ივნისი 2013.
  38. Yes – Fly From Here. ultratop.be. Retrieved 1 ივნისი 2013.
  39. 39.0 39.1 Fly from Here. Oricon. წაკითხვის თარიღი: 9 July 2011.
  40. Album Top 40 from the Official UK Charts Company. Theofficialcharts.com. წაკითხვის თარიღი: 8 აგვისტო 2011.
  41. "Yes ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის 200 - Yes. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 1 ივნისი 2013.
  42. "Yes ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის დამოუკიდებელი ალბომები - Yes. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 1 ივნისი 2013.
  43. "Yes ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის საუკეთესო როკ-ალბომები - Yes. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 1 ივნისი 2013.
  44. "Yes ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის Top Tastemaker Albums - Yes. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 1 ივნისი 2013.
  45. The Official UK Albums Chart Update. BBC Radio 1 (6 ივლისი 2011). წაკითხვის თარიღი: 9 ივლისი 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Fly_from_Here&oldid=3335864“-დან