შინაარსზე გადასვლა

კენტის საგრაფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კენტი)
საგრაფო
კენტის საგრაფო
ინგლ. Kent
დროშა გერბი

ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
რეგიონი ინგლისი
ადმ. ცენტრი Maidstone
შიდა დაყოფა Kent და Medway
კოორდინატები 51°11′24″ ჩ. გ. 0°43′48″ ა. გ. / 51.19000° ჩ. გ. 0.73000° ა. გ. / 51.19000; 0.73000
ფართობი 3738 კმ²
მოსახლეობა 1 875 893 კაცი (2022)
სიმჭიდროვე 502 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC±00:00
ოფიციალური საიტი http://www.kent.gov.uk/
კენტის საგრაფო — გაერთიანებული სამეფო
კენტის საგრაფო

კენტის საგრაფო (ინგლ. Kent) – გაერთიანებული სამეფოს ადმინისტრაციული, ისტორიული და გეოგრაფიული ერთეული. მდებარეობს ინგლისის სამხრეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის რეგიონის ნაწილი. ესაზღვრება ლონდონს ჩრდილო-დასავლეთით, სარის საგრაფოს დასავლეთით და აღმოსავლეთით, სასექსის საგრაფოს სამხრეთ დასავლეთით, ესექსის საგრაფოს მდინარე თემზის ესტუარის მხრიდან და საფრანგეთის პა-დე-კალეს მონაკვეთს ლა-მანშის გვირაბის საშუალებით.

კენტის საგრაფოს მთავარი ქალაქია მეიდსტონი. მოსახლეობა 1 875 893 ადამიანი. (2022 წ.).

კენტერბერში მთავარეპისკოპოსის სამყოფელი და ინგლისის მთავარი საკათედრო ტაძარი ფუნქციონირებს VI საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, მას შემდეგ, რაც ინგლისი წმინდა ავგუსტინემ გააქრისტიანა. კენტში, მედუეიში ასევე მდებარეობს როჩესტერის საკათედრო ტაძარი. ეს არის მეორე უძველესი ტაძარი ინგლისში კენტერბერის შემდეგ.

კენტის საგრაფოს "ინგლისის ბაღს" უწოდებენ, რადგანაც აქ მეხილეობა კარგადაა განვითარებული.

კენტის საგრაფოს ეკონომიკა საკმაოდ დივერსიფიცირებულია. მრეწველობის ძირითადი დარგები: ავტოგადაზიდვა, საბაზრო ლოგისტიკა და ტურიზმი. ჩრდილო-დასავლეთ კენტის მრეწველობაში შედის სამშენებლო მასალების მოპოვება, ბეჭდური და სამეცნიერო კვლევები. ქვანახშირის მოპოვება ქვეყნის სამრეწველო მემკვიდრეობაა.