Fly From Here (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Fly From Here“
სიმღერა, შემსრულებელი – Yes, ალბომიდან Fly from Here
გამოსვლის თარიღი ივნისი 22, 2011 (2011-06-22)[1]
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 23:49
ხმისჩამწერი ლეიბლი Frontiers Records[2]
ავტორი ტრევორ ჰორნი, ჯეფ დაუნზი, კრის სკუაირი, სტივ ჰაუ
პროდიუსერი ტრევორ ჰორნი[3]
Fly from Here - სიმღერები

Fly From Here
(1-6)
The Man You Always Wanted Me to Be
(7)

Fly from Hereინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ Yes-ის სიმღერა 2011 წლის ალბომიდან Fly from Here. იგი წარმოადგენს 25 წუთიან კომპოზიციას, რომელიც შედგება ექვსი ნაწილისგან. მასში შეტანილია ალბომის პირველი ექვსი კომპოზიცია - „Overture“, „Part I - We Can Fly“, „Part II - Sad Night at the Airfield“, „Part III - Madman at the Screens“, „Part IV - Bumpy Ride“ და „Part V - We Can Fly (Reprise)“. მასში წამყვან ვოკალს ასრულებს ჯგუფის ვოკალისტი ბენუა დევიდი, რომელმაც ჯონ ანდერსონი შეცვალა.

სიმღერას საფუძვლად უდევს ჯეფ დაუნზის და ტრევორ ჰორნის (The Buggles) დემო ვერსია, რომელიც მათ Yes-ში მოსვლამდე, 1980 წელს ჩაწერეს. 1981 წელს Yes-ის დაშლის შემდეგ ჰორნმა და დაუნზმა ჩაწერეს მეორე დემო. ორივე ჩანაწერი გამოყენებული იქნა „We Can Fly“-ს და „Sad Night at the Airfield“-ისათვის.

23 წუთისა და 49 წამის ხანგრძლივობით „Fly from Here“ არის ჯგუფის ყველაზე ხანგრძლივი კომპოზიცია. სიმღერა „Solution“ ალბომიდან Open Your Eyes ორი წამით მოკლეა, მაგრამ განსხვავდება იმით, რომ იგი მთლიანი კომპოზიციაა. კრის სკუაირი „Fly From Here“-ს უწოდებდა „ჯგუფის 11-ე ეპიკურ კომპოზიციას, პირველს უკანასკნელი 15 წლის მანძილზე“.[4]

„We Can Fly“ და „We Can Fly (Reprise)“ გაერთიანებული სახით გამოიცა სინგლზე „We Can Fly“.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Yes
დამატებითი მუსიკოსები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Where are they now? - Yes. Bondegezou.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2011-06-12.
  2. Frontiers Records: Fly from Here. Frontiers Records. წაკითხვის თარიღი: 2011-07-09.
  3. Tatangelo, Wade. “Yes' Squire on band's first album in a decade“, 2011-03-10. წაკითხვის თარიღი: 2011-03-13. 
  4. Miscali, Nikki M.. (2011-03-22) Affirmative Action. The Weekender.