შინაარსზე გადასვლა

ბაგრატ VI (იმერეთის მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაგრატ VI (ქართლის მეფე))
ბაგრატ VI
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1463
მმართ. დასასრული: 1466
წინამორბედი:
მემკვიდრე:
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1439
გარდ. თარიღი: 1478
გარდ. ადგილი: სამეგრელო
მეუღლე: ელენე
შვილები: ალექსანდრე II
გიორგი
ვახტანგი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გიორგი (კონსტანტინე I-ის ძე)
დედა: გულშარი

ბაგრატ VI, იმერეთში ბაგრატ II (დ. დაახლოებით 1439 — გ. 1478) — იმერეთის მეფე 1463-1466, ქართლ-იმერეთის მეფე 1466-1478, ბაგრატიონთა იმერეთის შტოს წარმონადგენელი, ალექსანდრე I-ის ძმის გიორგის ძე. XV საუკუნის შუა წლებში იყო სამოქალაქოს ერისთავი. სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგე ყვარყვარე II ჯაყელთან კავშირის გამო საქართველოს მეფე გიორგი VIII-მ ბაგრატ VI-ს 1462 ქუთაისი ჩამოართვა. ბაგრატ VI აჯანყდა, 1463 ჩიხორის ბრძოლაში გიორგი VIII დაამარცხა და იმერეთის მეფედ ეკურთხა. 1465 გიორგი VIII ყვარყვარე II ჯაყელმა დაატყვევა; ბაგრატ VI-მ ამით ისარგებლა, ქართლში გადავიდა და 1466 თავი მეფედ გამოაცხადა. 1477 საქართველოში შემოჭრილმა ირანის ლაშქარმა უზუნ-ჰასანის მეთაურობით თბილისი, გორი და ქართლის ვაკე დაიკავა. ბაგრატ VI უზუნ-ჰასანს დაუზავდა და ხარკი იკისრა. 1477 წელს ილაშქრა ოდიშში, ვამეყ II დადიანი დაამარცხა და დაიმორჩილა. 1478 წელს უზუნ-ჰასანის სიკვდილისთანავე, მტერმა საქართველო მიატოვა. იმავე წელს ბაგრატ VI-ც გარდაიცვალა.

წინამორბედი:
სამეფო დაარსდა
იმერეთის მეფე
1463 - 1466
შემდეგი:
სამეფოს წყვეტა
წინამორბედი:
სამეფო დაარსდა
ქართლ–იმერეთის მეფე
1466 - 1478
შემდეგი:
სამეფო დაიშალა