ბაგრატ VI (იმერეთის მეფე)
ბაგრატ VI | |
---|---|
იმერეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1463 |
მმართ. დასასრული: | 1466 |
წინამორბედი: | – |
მემკვიდრე: | – |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1439 |
გარდ. თარიღი: | 1478 |
გარდ. ადგილი: | სამეგრელო |
მეუღლე: | ელენე |
შვილები: |
ალექსანდრე II გიორგი ვახტანგი |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | გიორგი (კონსტანტინე I-ის ძე) |
დედა: | გულშარი |
ბაგრატ VI, იმერეთში ბაგრატ II (დ. დაახლოებით 1439 — გ. 1478) — იმერეთის მეფე 1463-1466, ქართლ-იმერეთის მეფე 1466-1478, ბაგრატიონთა იმერეთის შტოს წარმონადგენელი, ალექსანდრე I-ის ძმის გიორგის ძე. XV საუკუნის შუა წლებში იყო სამოქალაქოს ერისთავი. სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგე ყვარყვარე II ჯაყელთან კავშირის გამო საქართველოს მეფე გიორგი VIII-მ ბაგრატ VI-ს 1462 ქუთაისი ჩამოართვა. ბაგრატ VI აჯანყდა, 1463 ჩიხორის ბრძოლაში გიორგი VIII დაამარცხა და იმერეთის მეფედ ეკურთხა. 1465 გიორგი VIII ყვარყვარე II ჯაყელმა დაატყვევა; ბაგრატ VI-მ ამით ისარგებლა, ქართლში გადავიდა და 1466 თავი მეფედ გამოაცხადა. 1477 საქართველოში შემოჭრილმა ირანის ლაშქარმა უზუნ-ჰასანის მეთაურობით თბილისი, გორი და ქართლის ვაკე დაიკავა. ბაგრატ VI უზუნ-ჰასანს დაუზავდა და ხარკი იკისრა. 1477 წელს ილაშქრა ოდიშში, ვამეყ II დადიანი დაამარცხა და დაიმორჩილა. 1478 წელს უზუნ-ჰასანის სიკვდილისთანავე, მტერმა საქართველო მიატოვა. იმავე წელს ბაგრატ VI-ც გარდაიცვალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 130.
- ჩხატარაიშვილი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 317-318.
წინამორბედი: სამეფო დაარსდა |
იმერეთის მეფე 1463 - 1466 |
შემდეგი: სამეფოს წყვეტა |
წინამორბედი: სამეფო დაარსდა |
ქართლ–იმერეთის მეფე 1466 - 1478 |
შემდეგი: სამეფო დაიშალა |