აშოტ IV კურაპალატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აშოტ კურაპალატი)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აშოტი.
აშოტ IV კურაპალატი
აშოტ კურაპალატი
კურაპალატი
მმართ. დასაწყისი: 923
მმართ. დასასრული: 954
წინამორბედი: ადარნასე II
მემკვიდრე: სუმბატ I
ქართველთა მთავარი
მმართ. დასაწყისი: 945
მმართ. დასასრული: 954
წინამორბედი: ბაგრატ I
მემკვიდრე: სუმბატ I
გარდ. თარიღი: 25 იანვარი, 954
დინასტია: ბაგრატიონი
მამა: ადარნასე II
აშოტ კურაპალატი, ვახუშტი ბაგრატიონის გენეალოგიაში.

აშოტ IV კურაპალატი (გ. 954, უშვილოდ) — ქართველთა მეფის, ადარნასე II-ის ძე. კურაპალატი 923 წლიდან,[1] ქართველთა ზედა მთავარი (მერჩული) 945 წლიდან.[2]

ჰყავდა 3 ძმა: დავით II, ბაგრატ I, სუმბატ I და 2 და: ცოლი აფხაზთა მეფის კონსტანტინე III-ისა (871–912) და ცოლი აბას სპარაპეტისა, სომეხთა მეფის აშოტ I ბაგრატუნიანის ძმისა (ყარსის წარწერა).

გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქორანიკონსა როდ[3] (═174, ე. ი. 954) და არა ესვა შვილი.[4]

ჩვენ ზემოთ (გვ. 34) უკვე გამოვარკვიეთ, რომ რასაც კონსტანტინე პორფიროგენეტი მოგვითხრობს თავისი დროის აშოტ კურაპალატისა და აგრეთვე მისი ძმების გამო, ეხება იმ აშოტ კურაპალატსა და მის ძმებს, რომელნიც იყვნენ შვილები ადარნასე II ქართველთა მეფისა და არა ადარნასე III კლარჯისა, მონაზვნობაში ბასილისა. სხვათა შორის, ამას საბოლოოდ ამტკიცებს იშხნის ეკლესიის ჩრდილო ეკვდერის შესანიშნავი წარწერა, რომელსაც ჩვენ ახლო მომავალში ვაქვეყნებთ ტაო-თორთუმის 1917 წ. არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიშში. ამ წარწერაში ჩამოთვლილია ადარნასე II-ის ყველა შვილი და აღნიშნულია თითოეულის პატივი.[5]

მერენესის ეკლესიის წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„კვლევის ცენტრის“ XXII ექსპედიციისას, 2017 წლის 11 ივლისს, ტაოში მიკვლეულ იქნა სოფელ მერენესის ასომთავრული წარწერა, რომლის ტექსტი შეიცავს ძალზე მნიშვნელოვან ინფრომაციას ამ რეგიონისა და აქ მოღვაწე პირების შესახებ. წარწერა შემდეგნაირად იკითხება:

[გ(ა)რდ(აი)ც]ვალა აშ{ო}ტ
[კ(უ)რ(ა)პ(ა)ლ(ა)]ტი ქრ{ო}ნ{ი}კ{ო}ნსა
[რ]ჲიდ (174+780=954 წ.), თ(უეს)ა ი{ა}ნვ{ა}
რსა კე (25). ღ(მერთმა)ნ დ(ი)დ(ე)ბ(უ)ლ ყ
ვ{ე}ნ ს(უ)ლი მ(ა)თი. აღ(ე)შ(ე)ნა [წ(მიდა)ჲ]
ეკლ{ე}სი{ა}ჲ ჴ{ე}ლითა მ{ი}ქ{აე}ლ{ი}ს{ი}თ[ა],
ღ{უე}რკ{ე}ლ{ი}ს{ი}თა და თ{ო}მ{ა}სითა,
[-]რთვს{ი}თა (?), [-]მ[-]თრს{ი}თა (?), [ა(მე)ნ] (?).

როგორც ვხედავთ, წარწერის პირველი ნაწილი გვაუწყებს, რომ 954 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა „აშოტ კურაპალატი“ ანუ ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ერთ-ერთი ხელმწიფე, ბაგრატიონთა სახლის ტაოს შტოს წარმომადგენელი, ოპიზის მონასტრის სახელგანთქმულ ქტიტორულ რელიეფზე გამოსახული ისტორიული პირი - კურაპალატი აშოტ II, რომლის შესახებაც რამდენიმე ქართული წერილობითი წყარო გვაწვდის ცნობებს. სუმბატ დავითის-ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ გვამცნობს, რომ კურაპალატი აშოტ II 954 წელს უშვილოდ მიიცვალა: „გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა რ~ო~დ (174+780=954 წ.), და არა ესუა შვილი“. მერენესის ახლადმიკვლეული წარწერა, ერთი მხრივ, მთლიანად ადასტურებს სუმბატ დავითის-ძის ცნობის მართებულობას, ხოლო, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად აზუსტებს ამ ცნობას და გვაუწყებს, რომ კურაპალატი აშოტ II 954 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა. მერენესის 954 წლის წარწერის წაკითხვა და ისოტირულ-პალეპგრაფიული ანალიზი ეკუთვნის თემურ ჯოჯუას. წარწერა დაახლოებით ერთი თვის წინ, სოფელში წყლის არხის გაყვანის დროს მიწაში იპოვეს. აქვე დასტურდება ეკლესიის ფრაგმენტები. შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს, რომ ეკლესია ძალზე მასშტაბური იყო. აქვე ადგილობრივის სახლში ჩატანებულია ჯვრის ორნამენტიანი ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]