თარგის განხილვა:ქართლის ერისთავები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გამარჯობათ! თარგი:საქართველოს მმართველები/ქართლის ერისთავებში, არის ჯუანშერ I ამოსაშლელი. რადგან ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ აღმოჩენილ მონეტაზე სიტყვა ჯო ნიშნავს - ჯვარს და არა ჯუანშერს. გთხოვთ გაითვალისწინოთ. აბსოლიტურად ყველა წყაროში მხოლოდ ჯუანშერ II-ა, რომელიც უნდა იყოს მხოლოდ ჯუანშერი (რომელიც ვახუშტის მიხედვით იყო მთავარი და მთავრობდა იოანესთან ერთად, ასევე იოვანე (ერისმთავარი) უნდა იყოს იოანე (მთავარი). ადარნასე I (ერისმთავარი) კი არა, არამედ ადარნასე I (მთავარი). ნაცვლად არჩილისა - არჩილ I, რადგან ვიცით, რომ იყო ასევე არჩილ II. პატივისცემით:--Lasha-george განხილვაწვლილი 17:18, 27 სექტემბერი 2018 (UTC)

მიუთითე წყარო ან ლიტერატურა. --ცანგალა 17:22, 27 სექტემბერი 2018 (UTC)

გამარჯობა ცანგალა! ვახუშტი ბაგრატონი, თეიმურაზ ბატონიშვილი, კირილ თუმანოვი, ქართლის ცხოვრება... მეტი რაღა წყაროა საჭირო? ქრონოლოგიაში არსად არაა მითითებული კონკრეტულად ჯუანშერ I. კი, არშუშა არის და არა ერთი, მაგრამ ყველა ერისთავი სრულად ზემოთ მოყვანილ სიაში არაა. ჯუანშერი, როგორც მმართველი ერთი იყო, მთავრის ტიტულით. კონკრეტულად როგორ მოვიყვანო წყარო, ზოგადად ისტორიკოსებს ვასახელებ, რომელიც ზემოთ მოვიყვანე. იმედია შევთანხმდებით და ნელ–ნელა გავასწორებთ ამ აურზაურს--Lasha-george განხილვაწვლილი 18:22, 1 ოქტომბერი 2018 (UTC)

ადარნასე[წყაროს რედაქტირება]

@Georgiano: ნერსე ადარნასედ რატომ იხსენიება? გიო ოქრო 09:42, 20 თებერვალი 2020 (UTC)

ფრანგული ვიკი სტატიის თანახმად გავაკეთე. ძალიან ბევრი შეცდომებია ამ პერიოდის სტატიებში და იმედია ვინმე გამოასწორებს მომავალში. Georgiano განხილვაწვლილი 20:46, 20 თებერვალი 2020 (UTC)
@Georgiano: ფრანგული ვიკი თუმანოვს ეყრდნობა და სისულელეებს წერს. რაც იყო ის უფრო სანდოა. გიო ოქრო 09:49, 24 თებერვალი 2020 (UTC)
თუმანოვი წერს ერისმთავრებს, რასაც ასევე წერს ქსე, ისინი რათქმაუნდა ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპიროთ. ანუ ტიტულები ერისმთავარი და ერისთავი სხვადასხვა, მაგრამ ერთდაიგივე პიროვნებას შესაძლოა ერთი და შემდეგ მეორე ტიტული მიეღო. შესაბამისად უმაღლესი ტიტული რათქმაუნდა ერისმთავარია და ის მოგვიანებით ერისმთავრის ტიტულით უფფრო ყოფილიყო ცნობილი. სისულელეებს არ წერს @Georgiano:, უბრალოდ დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:40, 26 თებერვალი 2020 (UTC)

თარგი:საქართველოს მმართველები/ქართლის ერისთავები[წყაროს რედაქტირება]

@Georgiano:, თარგს უწერია ქართლის ერისთავები და ცვლი ქართლის ერისმთავრებით. მის ავტორს, მელბერგს უკვე მივწერე, გაიხსენოს თუ რომელი წყაროდან ჩაწერა ვიკიპედიაში მსგავსი უამრავი თარგი. ცალკე შენც აგიხსნი, მაგალითად სტეფანოზ IV ერისთავი იყო რომელიც იგივეა, რაც ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ III, ან/და კლარჯთ-ჯავახეთის ერისმთავარი სტეფანოზ II (რიგითობა ცალ-ცალკე, თითოეულ საერისმთავროში სხვადასხვაა, რადგან ჯავახეთში სულ 2 სტეფანოზია). სათაურიდან უნდა ვივარაუდოთ ლოგიკის მიხედვით, ისევდაისევ წყაროს არქონის გამო, რომ აქ წარმოდგენილი მმართველები, ერისთავები არიან და არა ერისმთავრები თარგის სათაურიდან გამომდინარე, თარგიდან ჯუანშერ I-ის წაშლა კი არ იყო საჭირო. მოკლეთ, წყარო უნდა მოინახოს, სხვა შემთხვევაში პირველად ვერსიას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თარგი. ანუ ერისთავი და ერისმთავარი სხვადასხვა ტიტულს წარმოადგენს.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:32, 26 თებერვალი 2020 (UTC)