სუმბატ II არტანუჯელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

სუმბატ II არტანუჯელი, ანთიპატრიკი — აშოტ კეკელას უმცროსი ძე. გურგენ II-ის ძმა.

ატენის ტაძრის ერთ ახალაღმოჩენილ წარწერაში იკითხება: „მამფალი სუმბატ, ძე აშოტისი“-ო. ჩვენი აზრით, აქ უნდა იგულისხმებოდეს სუმბატ II ანთიპატრიკი. თუმცა მას ქრონიკის ავტორი სუმბატ დავითის ძე ამ პატივით არ იხსენიებს, მაგრამ ცნობილია, რომ სუმბატი საერთოდ ხშირად როდი ჩამოსთვლის ამა თუ იმ ბაგრატიონის ყველა პატივს. ზემოთ დამოწმებული წარწერის გამომცემელი, ს. ბარნაველი შემდეგ აზრს გამოსთქვამს: „ისტორიულ თხზულებებში ხსენება მამფალის სუმბატ აშოტის ძისა არ გვხვდება, მხოლოდ ატენის სიონის მე-11–მე-12 საუკუნის (აკად. ივ. ჯავახიშვილის დათარიღებით ფრესკაზე (ზემო ფენა), წარმოდგენილია პორტრეტი, როგორც ეს წარწერიდან ჩანს, სუმბატ აშოტის ძისა. შესაძლოა, იგი იყოს ახლად აღმოჩენილი წარწერის მამფალი სუმბატ, რომელიც, ატენის სიონთან რაღაც დაკავშირების გამო, მოჰყვა რაძრის ახალ მოხატულობაში“ (იხ. სარა ბარნაველი – „ატენის სიონის წარწერები“. საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. VII, №1-2. 1946). ეს აზრი მიუღებელია – უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ფრესკის წარწერაშიც ამ სუმბატს მამფალი არ ეწოდება (იხ. ივ. ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორია“. 1913, გვ. 378, სურათი) და, ამას გარდა, საერთოდ X საუკუნის შემდეგ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთაგან აღარავინ იხსენიება მამფალის პატივით.[1]

ხოლო აშოტ კეკელაჲ, ძე ადარნასესი, გარდაიცვალა ქორონიკონსა პზ (═77, ე. ი. 867), და დაუტევა გურგენ, რომელი შემდგომად კურატპალატად დასუეს, და სუმბატ არტანუჯელი ანთიპატრიკი.[2][ა]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჩვენი აზრით, ეს სუმბატ არტანუჯელი იგულისხმება ატენის ტაძრის ახლად აღმოჩენილს წარწერაში (იხ. საქართვ. აკადემიის მოამბე, ტ. VII, № 1–2. 1946, გვ. 87, სარა ბარნაველის წერილი:„ატენის ახალი წარწერები“). მართალია, წარწერაში სუმბატი მამფალის პატივით არის მოხსენებული და ამ პატივით კი სუმბატის ქრონიკა მას არ იხსენიებს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ვინაიდან სუმბატი ყველა ბაგრატიონს როდი იხსენიებს მათი პატივით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. თბილისი, 1949. გვ. 82, 83, შენიშვნა 17.
  2. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. თბილისი, 1949. გვ. 63, § 39.