შინაარსზე გადასვლა

ჯუანშერ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯუანშერი, ჯუანშერ I — ერთი მოსაზრებით, ქართლის ერისმთავარი 590–591 წლებში. მისი არსებობა ნავარაუდებია უნიკალური „ქართულ–სასანური“ ვერცხლის მონეტის მიხედვით, სადაც დაქარაგმებულად, ასომთავრული ასოებით გამოსახულია „ჯო“, რომელსაც გ. დუნდუა კითხულობს — ჯონბერ/ჯუანშერი. დასახელებული ერისმთავარი წერილობით წყაროებში არ მოიხსენება. მონეტა მოჭრილია გურგენის მონეტის მიბაძვით. ი. ფაღავას და სხვათა მოსაზრებით, „ჯო“ იკითხება, როგორც „ჯვარი“.

  • საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედ., თბ., ნეკერი, 2000
  • გ. დუნდუა, ქართულ–სასანური მონეტების პრობლემა და ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის საკითხები, მაცნე, ისტ. სერია, №3, 1976