გურგენ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გურგენ IIაშოტ კეკელას უფროსი ძე. სუმბატ II ანთიპატრიკის ძმა.

აშოტ კეკელას შვილები, გურგენ II კურაპალატი და სუმბატ II ანთიპატრიკი ბროსეს ტაბულაზე აღნიშნულნი არ არიან, თუმცა მის მიერ გამოცემული თეიმურაზისეული ვარიანტის ტექსტში ისინი იკითხებიან (ქართ. ცხოვ. I, გვ. 198–200=Hist. de la Géorgie, I, p. 282). მარკვარტი ამ შეცდომას ასწორებს (გვ. 434). ვახუშტი ბატონიშვილი არ იცნობს არც სუმბატის ქრონიკას და არც თეიმურაზისეულ ვარიანტს. და ამით აიხსნება მისი განცხადება, აშოტ კეკელა უძეოდ გარდაიცვალაო (ქართლ. ცხოვ., ტ. II, გვ. 150).

ზემოთ (გვ. 43) უკვე აღვნიშნეთ, რომ გურგენ II შეცდომით უნდა იყოს კურაპალატად მოხსენებული და ამაში ეგებ გურგენ I კურაპალატობის გავლენასაც მიუძღვოდეს წილი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. თბილისი, 1949. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა გენეალოგია ყველა არსებული ცნობების მიხედვით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. თბილისი, 1949. IV. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა გენეალოგიის II ტაბულის შენიშვნები. გვერდი 82, შენიშვნა 16.