შინაარსზე გადასვლა

იოვანე (ერისმთავარი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოვანე (მრავალმნიშვნელოვანი).

იოვანე — ქართლის ერისმთავრის არჩილის ძე. „მატიანე ქართლისაჲის“ ცნობით, მამის მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ, იოვანე დასავლეთ საქართველოში გადავიდა და დაეუფლა ეგრისს, სვანეთს, თაკვერს, არგვეთს და გურიას, რომლებიც, ჯუანშერის ცნობით, მირის სიკვდილის შემდეგ არჩილს დარჩენია საუხუცესოდ.[1]

  • ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 195.
  • ტარიელ მუმლაძე ქართველ მეფეთა ქრონოლოგია, თბილისი, 2008. გვ. 72.
  1. იოვანე. ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.