აბდულმეჯიდ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბდულმეჯიდ II
Abdülmecid II
Portrait Caliph Abdulmecid II.jpg
ოსმალეთის 29-ე ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 19 ნოემბერი, 1922
მმართ. დასასრული: 3 მარტი, 1924
წინამორბედი: მეჰმედ VI
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 მაისი, 1868
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 23 აგვისტო, 1944
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: შეჰსუვარ ქადინ ეფენდი
ჰაირიუნისა ქადინ ეფენდი
შეჰსუვარ ქადინ ეფენდი
ბეჰრუზე ქადინ ეფენდი
შვილები: შეჰზადე ომერი, დურუშეჰვარ სულთანი
დინასტია: ოსმანები
მამა: აბდულაზიზი
დედა: ჰაირანიდილ ქადინ ეფენდი
რელიგია: ისლამი

აბდულმეჯიდ II (თურქ. Abdülmecid II; დ. 30 მაისი, 1868, სტამბოლი — გ. 23 აგვისტო, 1944, პარიზი) — ოსმალეთის იმპერიის 29-ე და უკანასკნელი ხალიფა. ტიტულს ატარებდა 1922-1924 წლებში, ოსმალეთში მონარქიის გაუქმების შემდეგ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდულმეჯიდი დაიბადა 1868 წელს, დოლმაბაჰჩის სასახლეში, სტამბოლში. იგი იყო ოსმალეთის 32-ე სულთნის, აბდულაზიზისა და მისი მეოთხე ცოლის, ჰაირანიდილ ქადინ ეფენდის ერთადერთი ვაჟი. დაახლოებით 40 წლის განმავლობაში იზოლირებული იყო სასახლეში. 1918 წელს, როცა მისი ბიძაშვილი მეჰმედ VI ტახტზე ავიდა, აბდულმეჯიდი ტახტის მემკვიდრედ იქცა. 1922 წლის 1 ნოემბერს ოსმალეთში მონარქია გაუქმდა და მეჰმედი გადააყენეს, მაგრამ 18 ნოემბერს თურქეთის ეროვნულმა კრებამ ანკარაში აბდულმეჯიდი აირჩია ხალიფად.

აბდულმეჯიდ II-ის მიერ შესრულებული ნახატი, მისი მეუღლე

24 ნოემბერს აბდულმეჯიდ II კონსტანტინოპოლში ჩავიდა. ორი წლის განმავლობაში იგი მშვიდად ცხოვრობდა, მაგრამ 1924 წლის 3 მარტს, მას შემდეგ, რაც თურქეთის რესპუბლიკა დაარსდა, მისმა პირველმა პრეზიდენტმა, მუსტაფა ქემალმა ოსმანების დინასტიის ყველა წევრი პერსონა ნონ გრატას სიაში შეიყვანა და ქვეყნიდან განდევნა, მათ შორის აბდულმეჯიდ II-ც.

აბდულმეჯიდ II-ს ჰყავდა ორი შვილი — შეჰზადე ომერი და დურუშეჰვარ სულთანი. ორივე მათგანი მამასთან ერთად წავიდა ემიგრაციაში.

ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდულმეჯიდი დაჯილდოებული იყო გენერლის ტიტულით ოსმალეთის არმიაში, მაგრამ მას ნაკლებ აინტერესებდა სამხედრო საქმიანობა. უფრო მეტად ხელოვნებით იყო გატაცებული. აბდულმეჯიდი ითვლება ოსმალეთის გვიანი პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად. უმეტესად ხატავდა სასახლის ჰარემს, იქ მოწყობილ მუსიკალურ შეკრებებს. აბდულმეჯიდის საუკეთესო ნაშრომია ნახატი, რომელზეც გამოსახულია მისი ცოლი შეჰსუვარ ქადინ ეფენდი. ნახატში შეჰსუავარს ხელში გოეთეს „ფაუსტი“ უჭირავს. აგრეთვე, მისი ავტოპორტრეტი ინახება სტამბოლში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

ემიგრაციაში ყოფნის დროს, საკუთარი ცხოვრების უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, აბდულმეჯიდი გატაცებული იყო პეპლების ჭერით. საფრაგეთში ცხოვრებისას მისი საყვარელი გაზეთი იყო ორი მსოფლიოს მიმოხილვა (ფრანგ. Revue des deux Mondes).

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდულმეჯიდ II გარდაიცვალა 1944 წლის 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში, პარიზში. მეფე საუდის განკარგულებით, ოსმალეთის უკანასკნელი ხალიფა დაკრძალეს მედინაში. მისი გარდაცვალების შემდეგ, ოსმანების ოჯახს სათავეში მურად V-ის შვილიშვილი, აჰმედ ნიჰადი ჩაუდგა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]