ვალენტინ აფაქიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აფაქიძე, ვალენტინ)

ვალენტინ ანდრიას ძე აფაქიძე (დ. 17 მარტი, 1904, სოფ. ფახულანი, ახლანდელი წალენჯიხის რაიონი ― გ. 29 ოქტომბერი, 1969, მოსკოვი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1945). რუსეთის სამოქალაქო ომისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცრის ოჯახში. 1918 წელს მოხალისედ ჩაირიცხა რუსეთის წითელ არმიაში. 1922–1924 წლებში იბრძოდა შუა აზიაში ბასმაჩების წინააღმდეგ. 1928 წელს დაამთავრა თბილისის ქვეითთა სამხედრო სკოლა. 1940 წლიდან მეთაურობდა 112-ე მსროლელთა დივიზიის 524-ე მსროლელ პოლკს. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ბალტიისპირეთში. 1941 წლის ივლისში მძიმედ დაიჭრა. განკურნების შემდეგ იზო პოდოლსკის სამხედრო სასწავლებლის უფროსი. 1947–1948 წლებში დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიასთან არსებული დივიზიის მეთაურთა კურსები; 1953-1960 წლებში მუშაობდა სსრკ თავდაცვის სამინისტროს აპარატში. 1960 წლიდან თავდარიგში გავიდა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 წითელი დროშის, სამამულო ომის I ხარისხის, წითელი ვარსკვლავის ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]