მაქსიმე (ბულგარეთის პატრიარქი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაქსიმე
უწმიდესი სრულიად ბულგარეთის პატრიარქი
Maxim of Bulgaria.jpg
ბულგარეთის პატრიარქი
ეკლესია ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია

დაიბადა 29 ოქტომბერი, 1914 (ბულგარეთის დროშა ბულგარეთი)
გარდაიცვალა 6 ნოემბერი, 2012 (ბულგარეთის დროშა ბულგარეთი)
ეროვნება ბულგარი

მაქსიმე (ერისკაცობაში — მარინ ნაიდენოვ მინკოვი; დ. 29 ოქტომბერი, 1914, სოფ. ორეშაკი, ლოვეჩი, ბულგარეთი — გ. 6 ნოემბერი, 2012, სოფია, ბულგარეთი) — ბულგარეთის მართლმადედებელი ეკლესიის პატრიარქი 1971 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 6 ნოემბრამდე. სოფიის მიტროპოლიტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მარინ ნაიდენოვ მინკოვი 1929-1935 წლებში სწავლობდა სოფიის სასულიერო სემინარიაში. 1942 წელს დაამთავრა სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. 1941 წლის 13 დეკემბერს აღიკვეცა ბერად და ეწოდა მაქსიმე; მალევე, ხელდასხმულ იქნა ბერდიაკვნად.

1942 წელს დაინიშნა სოფიის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად, სადაც მუშაობდა 1947 წლამდე.

1944 წლის 14 მაისს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად;

1947 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა დოროსტოლო-ჩერვენის სამიტროპოლიტოს პროტოსვინგელოზად;

1950 წელს წმ. სინოდის განჩინებით დაინიშნა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლად მოსკოვში, სადაც 1955 წლამდე იმსახურა;

1955 წელს ბულგარეთში დაინიშნა წმ. სინოდის მთავარ მდივნად და სინოდალურ პერიოდულ გამოცემათა სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარედ;

1956 წლის 30 დეკემბერს არქიმანდრიტი მაქსიმე ხელდასხმულ იქნა ბრანიცის ეპისკოპოსად;

1960 წლის 30 ოქტომბერს გადაყვანილ იქნა ლოვეჩის მიტროპოლიტად;

პატრიარქ კირილეს გარდაცვალების შემდეგ (1971 წ.) მიტროპოლიტი მაქსიმე დანიშნულ იქნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ. ამავე წლის ივლისის დასაწყისში შეკრებილმა ბულგარეთის ეკლესიის საეკლესიო-სახალხო კრებამ მიტროპოლიტი მაქსიმე აირჩია ბულგარეთის ეკლესიის პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა 4 ივლისს სოფიის ალექსანდრე ნეველის საპატრიარქო ტაძარში.

1974 წელს სოფიის სასულიერო აკადემიამ უწმიდეს მაქსიმეს მიანიჭა „საპატიო დოქტორის“ ტიტული. პატრიარქის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბულგარეთის საპატრიარქომ გამოსცა უწმიდესი მაქსიმეს შრომების, ქადაგებებისა და სიტყვების კრებული - „სამკალსა შინა უფლისა“ (1975 წ. სოფია).

გარდაიცვალა 2012 წლის 6 ნოემბერს, 98 წლის ასაკში.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]