სინის ნახევარკუნძული
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან სინაის ნახევარკუნძული)
| სინის ნახევარკუნძული | |
| მდებარეობა | აზია |
| აკვატორია | წითელი ზღვა, აკაბის ყურე, სუეცის ყურე, ხმელთაშუა ზღვა |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 60,000 კმ² |
| ქვეყანა | |
სინის ნახევარკუნძული ან სინაი (კოპტ.: sina ⲥⲓⲛⲁ; ეგვიპტ. არაბ.: sīnā سينا; არაბ. sīnā'a سيناء; ივრ.: סיני Si-nai) — სამკუთხედის ფორმის ნახევარკუნძული ხმელთაშუა და წითელ ზღვებს შორის, ტერიტორიულად ეგვიპტეში. საერთო ფართობია 60.000 კვ. კმ. მდებარეობს აზიის დასავლეთ ნაწილში. სამხრეთ ნაწილში გრანიტებით, გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით აგებული მთებია (სიმაღლე 2637 მ). ჩრდილოეთით ზედაპირი დაბლდება 500-1000 მ-მდე. ჭარბობს ძლიერ დანაწევრებული ქვიანი პლატოები. სინის ნახევარკუნძულზე არის ნავთობისა და მანგანუმის საბადოები. ოაზისებში არის ფინიკის პალმა, ქერი, სიმინდი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- სინის ნახევარკუნძული – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 373, თბ., 1985 წელი.