კარლო საკანდელიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლო საკანდელიძე
Karlo Sakandelidze.jpg
კარლო საკანდელიძე
დაბ. სახელი კარლო საკანდელიძე
დაბ. ადგილი ზედა ბზვანი, ვანის მუნიციპალიტეტი
დაბ. თარიღი 1 აპრილი, 1928
გარდ. თარიღი 29 ოქტომბერი, 2010
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

კარლო საკანდელიძე (დ. 1 აპრილი, 1928, სოფ. ზედა ბზვანი, ვანის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ოქტომბერი, 2010, თბილისი) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში. მისი მნიშვნელოვანი როლებია: გოგია (ლოსვეს ამბავი), გიო (ტარიელ გოლუა), ოსიკო ხარებაძე (შემოდგომის აზნაურები), კუჩარა (ყვარყვარე თუთაბერი), ტოშეკი (რა სიყვარული), ჭინჭრაქა (ჭინჭრაქა), ბუთხუზა (ძველი ყომარბაზები), არისტო ქვაშავაძე (სამანიშვილის დედინაცვალი) გლეხი და ქმარი (კავკასიური ცარცის წრე), კეტსბი (რიჩარდ III), სკრუჯი (შობის ღამის სიზმარი).

კარლო საკანდელიძის პირველი კინოროლი მაგდანას ლურჯაში იყო 1955 წელს, თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმში მან ვანოს როლი შეასრულა. ამ ფილმმა კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო დაიმსახურა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. მეორე მნიშვნელოვანი ფილმი იყო დათა თუთაშხია, სადაც მან ნიკანდრო ქირია განასახიერა.

რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 61 წელი გაატარა, მას 50-მდე კინოროლი და 80-მდე როლი თეატრში აქვს შესრულებული.[1]

2008 წლის 23 აპრილს რუსთაველის თეატრთან კარლო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.[2]

კარლო საკანდელიძე გარდაიცვალა 2010 წლის ოქტომბერს, 82 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად.[3] დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.[4]

ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება]

კარლო საკანდელიძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი. მიღებული აქვს საქართველოს ღირსების ორდენი.[5]

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი სახელწოდება როლი
1955 მაგდანას ლურჯა ვანო მოჯამაგირე
1957 საბუდარელი ჭაბუკი
1959 დღე უკანასკნელი, დღე პირველი
1960 კარდაკარ თავადი
1964 ზღვის შვილები
1964 გზაში ხულიგანი
1965 პიერი მილიციის თანამშრომელი კარლო
1967 ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება
1967 ჩემი მეგობარი ნოდარი ბიპოლსკი
1967 მალე გაზაფხული მოვა სავლე
1968 ჯვარცმული კუნძული გიოლება
1968 არ იდარდო! დოდო
1969 სინათლე ჩვენს ფანჯრებში მალხაზი
1969 მოლოდინი
1970 ჩემი ქალაქის ვარსკვლავი ფარნაოზი
1971 გათენების წინ რაჟდენი
1973 წკიპურტები კასიანე
1973 მოვდივართ და მოვიმღერით ბარმალეი
1974 ღამის ვიზიტი
1975 ღვინის ქურდები ზაქრო
1976 ფაცურა
1977 მიმინო
1977 რაჭა ჩემო სიყვარულო ზაურის მამა
1977 ესკულაპეს მოწაფე კუკური
1978 დათა თუთაშხია ნიკანდრო ქილია
1978 შესვენება
1978 XIX საუკუნის ქართული ქრონიკა ერაძე
1979 კომბლე მოურავი
1979 ნიკა მთაში
1981 მსაჯი
1982 სევდიანი საყვირი
1984 ქართველები ცაში
1984 ადამიანთა სევდა ბიბღაი
1985 ბატონი ავანტიურისტები კოსტაია
1986 სიზმარა
1986 ახალი არკადია ევტიხი
1988 გრაციოზო
1988 ქველი (კეთილისმყოფელი)
1988 შარვალი ბუაძე
1989 ცოდვის შვილები
1990 ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი ხარიტონ კენჭაძე
1994 ჩონგური (მანქანის ქურდები)
1996 რა გაცინებს?
1998 ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ სიმღერის მასწავლებელი
2001 უჩინარი
2003 6 და 7

სქოლიო[რედაქტირება]