კლაუს მაინე
| კლაუს მაინე | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| დაიბადა | 25 მაისი, 1948 წ | |
| წარმოშობის ადგილი | გერმანია, ჰანოვერი | |
| ჟანრ(ებ)ი | მძიმე როკი, მძიმე მეტალი |
|
| საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
|
| ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა | |
| აქტიური | 1965-დან დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | RCA, Mercury Records, Sony BMG | |
| ასოციაციები | სკორპიონსი | |
| ვებ-გვერდი | სკორპიონსის ოფიციალური საიტი | |
კლაუს მაინე (გერმ.:Klaus Meine, დ. 25 მაისი, 1948) არის გერმანელი ვოკალისტი. სახელი გაითქვა გერმანულ როკ ჯგუფ, სკორპიონსში მოღვაწეობით. ჯგუფის თითქმის ყველა სიმღერის ტექსტი მის მიერაა დაწერილი. იგი არის ასევე კომპოზიტორი სიმღერების: "Wind of Change", "You and I" და "A moment in a million years".
1982 წელს, მსოფლიო ტურნეს შემდეგ, ალბომ Blackout-ის ჩაწერისას მან დაკარგა თავისი ხმა, იმდენად რომ ლაპარაკიც უჭირდა. ამ მიზეზით მან მიაკითხა თავის ექიმს. მკურნალობის შემდეგ მას ხმა დაუბრუნდა. დღეს კლაუს მაინე ითვლება მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო როკ-ვოკალისტად, აქვს უნიკალური ტენორი ხმა და იღებს მაღალ ტონალობას. [საჭიროებს წყაროს მითითებას] მას შესრულებული აქვს რამდენიმე დუეტი ისეთ ცნობილ ტენორებთან, როგორებიც არიან ხოსე კარერასი და ლუჩიანო პავაროტი.
ამჟამად კლაუს მაინე ცხოვრობს მშობლიურ ქალაქ ჰანოვერში. ჰყავს მეუღლე გაბრიელა (იგივე გაბი) და ერთი შვილი - კრისტიანი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Scorpions-ის პირველი ბრაზილიური საიტი
- ინტერვიუ კლაუს მაინესთან
- (ინგლისური) კლაუს მაინე — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
სტატიის