ჭიჭიკო ბენდელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბენდელიანი, ჭიჭიკო)
ჭიჭიკო ბენდელიანი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 29 იანვარი, 1914
დაბადების ადგილი გორაბერეჟოული
გარდაცვალების თარიღი 20 ივლისი, 1944 (30 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბიტენი
კუთვნილება საბჭოთა კავშირი
ჯარის სახეობა Soviet Air Forces და სამხედრო-საჰაერო ძალები
სამხედრო სამსახურის წლები 1937–1944
წოდება გვარდიის მაიორი
ბრძოლები/ომები დიდი სამამულო ომი
ჯილდოები საბჭოთა კავშირის გმირი - 1943

ჭიჭიკო ყაისარის ძე ბენდელიანი (დ. 29 იანვარი, 1914, გორაბერეჟოული, ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ― გ. 20 ივლისი, 1944, სოფ. ბიტენი, ქ. კაუნასის მახლობლად) — საბჭოთა კავშირის გმირი (24 აგვისტო, 1943), გვარდიის მაიორი, სკკპ წევრი 1938 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წელს დაამთავრა სევასტოპოლის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი. დიდ სამამულო ომში იბრძოდა კიევისა და კურსკის მისადგომებთან, უკრაინისა და პოლონეთის განთავისუფლებისათვის. მოახდინა 410 საბრძოლო გაფრენა, მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტ საჰაერო ბრძოლაში, მოსპო მტრის 30-ზე მეტი თვითმფრინავი. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით.

2008 წლის 6 მაისსს მისი ნეშტი ჩამოასვენეს თბილისში და დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე. სოფელ გორაბერეჟოულში დგას მისი სახელობის მუზეუმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 304.
  • ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981