სერგო ფარაჯანოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერგო ფარაჯანოვი
Parajanovsergo.jpg
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
დაბ. თარიღი 9 იანვარი, 1924
გარდ. თარიღი 20 ივლისი, 1990
ერევანი, სომხეთი
საქმიანობა რეჟისორი
წლები 1951-1990

სერგეი (სერგო) ფარაჯანოვი (სომხ. Սարգիս Հովսեփի Փարաջանյան; დ. 9 იანვარი, 1924, თბილისი, საქართველო — გ. 20 ივლისი, 1990, ერევანი, სომხეთი) — XX საუკუნის სომხური წარმოშობის ქართველი და საბჭოთა კინორეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა და გაიზარდა თბილისში, სომხურ ოჯახში; მისი ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.

ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. მისი ნამუშევარი „ბროწეულის ფერი“ (1969) თბილისელ პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ფილმმა საბჭოთა მთავრობა განარისხა, რომლის აზრით იგი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა. ჰომოსექსუალობის ბრალდებით საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ფარაჯანოვის ძეგლი თბილისში

ფარაჯანოვის დაპატიმრება მრავალმა ცნობილმა ადამიანმა, ხელოვანმა, მწერალმა თუ რეჟისორმა გააპროტესტა, თუმცა იგი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, ფრანგი სიურრეალისტი ლუი არაგონის მეოხებით. ფილმების გადაღება მას აკრძალული ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდა, თუმცა 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო „ამბავი სურამის ციხისა“ (1984), რომელიც მისი ადრეული ნამუშევრების ფერადოვნების გამოძახილია, ასევე „აშიკი ქერიბი“ (1988) და დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია „აღიარებისა“, რომელიც შემდგომში მიხეილ ვართანოვის ფილმის „ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული“ ნაწილი გახდა.

ფარაჯანოვი 1990 წლის ივლისში გარდაიცვალა ერევანში, კიბოს დაავადებით.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

  • ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული [1] (1992) (სეგმენტი „აღიარება“)
  • აშუღი ქერიბი (1988) ... ასევე ცნობილი როგორც აშიკი ქერიბი (1988) (აზერბაიჯანულ ენაზე)
  • არაბესკები ფიროსმანის თემაზე (1985)
  • ამბავი სურამის ციხისა (1984)
  • საიათ ნოვა (1968) ... ასევე ცნობილი როგორც „ბროწეულთა ფერი“ (1968)
  • ჰაკობ ჰოვნატანიანი (1967)
  • მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები (1964) ... ინგლ. Shadows of Forgotten Ancestors (1967) (USA)
  • ყვავილი ქვაზე (1962)
  • უკრაინული რაფსოდია (1961)
  • პერვი პარენ (1959)
  • დუმკა (1957)
  • ნატალია უშვიჰ (1957)
  • ოქროს ხელები (1957)
  • ანდრიუშა (1954)
  • მოლდავური ზღაპარი (1951)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]