უილიამ სიუარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ სიუარდი
ინგლ. William H. Seward
დაბადების თარიღი 16 მაისი, 1801(1801-05-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი ფლორიდა[8]
გარდაცვალების თარიღი 10 ოქტომბერი, 1872(1872-10-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი ობერნი[3]
მოქალაქეობა აშშ
განათლება იუნიონის კოლეჯი[9]
მამა სემიუელ სიუარდი
მეუღლე/ები Frances Adeline Seward[9]
შვილ(ებ)ი William H. Seward, Jr., Augustus Henry Seward, Frederick W. Seward და Frances Adeline "Fanny" Seward

უილიამ ჰენრი სიუარდი (ინგლ. William H. Seward /ˈsərd/; [10] დ. 16 მაისი, 1801 — გ. 10 ოქტომბერი, 1872) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, 1861–1869 წლებში ეკავა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა. ეწინააღმდეგებოდა მონათმფლობელობას, იყო რესპუბლიკური პარტიის გამოჩენილი წევრი. მონაწილეობდა ალასკის ტერიტორიის შესყიდვასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.

დაიბადა 1801 წელს, ნიუ-იორკის შტატში. მამამისი ფერმერი იყო და ფლობდა მონებს. იურიდიული განათლების მიღების შემდეგ გადავიდა ცენტრალური ნიუ-იორკის ქალაქ ობურნში. 1830 წელს აირჩიეს ნიუ-იორკის სენატში. ოთხი წლის შემდეგ ვიგების პარტიამ გუბერნატორის კანდიდატად წარადგინა და გამარჯვებაც მოიპოვა. სიუარდი გუბერნატორად მეორედ, 1840 წელსაც აირჩიეს. თანამდებობაზე ყოფნის დროს რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა, რითაც გააუმჯობესა ფერადკანიანი მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა.

1849 წელს აირჩიეს აშშ-ის სენატში. მონათმფლობელობის საწინააღმდეგოდ მიმართული პროვოკაციული განცხადებების გამო სამხრეთის შტატებში ხალხის დიდი სიყვარულით არ სარგებლობდა. 1855 წელს ხელმეორედ აირჩიეს სენატში, შემდეგ კი გაწევრიანდა რესპუბლიკურ პარტიაში. მოგვიანებით, სიუარდი აბრაამ ლინკოლნის მიერ დაინიშნა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე.

სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე იყო ენდრიუ ჯონსონის პრეზიდენტობის დროსაც, 1867 წელს მონაწილეობა მიიღო ალასკის შესყიდვასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118796828 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 3.2 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. 6.0 6.1 GeneaStar
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  8. 8.0 8.1 https://archive.org/details/memorialencyclop03fitc/page/333/mode/1up
  9. 9.0 9.1 Goodwin D. K. Team of Rivals: The Political Genius of Abraham LincolnSimon & Schuster, 2005.
  10. "Seward". Random House Webster's Unabridged Dictionary.