ედმუნდ რენდოლფი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედმუნდ რენდოლფი

ედმუნდ ჯენინგს რენდოლფი (ინგლ. Edmund Jennings Randolph) (დ. 10 აგვისტო, 1753 — გ. 12 სექტემბერი, 1813) ამერიკელი იურისტი, ვირჯნიის შტატის გუბერნატორი, სახელმწიფო მდივანი და აშშ-ის იუსტიციის პირველი მინისტრი. დაიბადა უილიამსბურგში (ვირჯინია). იურიდიული განათლება მიიღო უილიამის და მერის კოლეჯში. კოლჯის დამთავრების შემდეგ მან დაიწყო მუშაობა თავისი მამის ჯონ რენდოლფის იურიდიულ ფირმაში. 1775 წელს ამერკის რევოლუციის დაწყებითანავე მისი მამა ჯონ რენდოლფი დაბრუნდა ბრიტანეთში. ხოლო ედმუნდ რენდოლფი შევიდა კონტინენტალურ არმიაში და იქ მოღვაწეობდა გენერალ ჯოჯრ ვაშინგტონის თანაშემწედ.

მისი ბიძის პეიტონ რენდოლფის სიკვდილის შემდეგ, იგი დაბრუნდა ვირჯინიაში. რენდოლფი 1779 წელს არჩეულ იქნა კონტინენტალური კონგრესის დელეგატად და მუშაობდა 1782 წლამდე.

1786 წელს რენდოლფი აირჩიეს ვირჯინიის გუბერნატორად, იმავე წელს ის წარგზავნილი იქნა ანაპოლისის კონვენციაზე, ვირჯინიის დელეგატად. მომდევნო წელს რენდოლფმა კონსიტუციურ კონვენციას წარუდგინა ვირჯინიის გეგმა ქვეყნის სამთავრობო მოწყობის შესახებ.

1789 წლის სექტემბერსი ედმუნდ ჯენინგს რენდოლფი დაინიშნა აშშ–ის იუსტიციის მინისტრად, ხოლო სახელმწიფო მდივნის თომას ჯეფესონის გადაგომის შემდეგ 1793 წელს მან დაიკავა ეს პოსტი.

პოსტიდან წასვლის შემდეგ ის დაბრუნდა ვირჯინიაში და განაგრძო იურისტად მუშაობა. ყველაზე ცნობილი საქმე რომელშიც იგი მონაწილეობდა იყო აარონ ბურის საქმე 1807 წელს.

რენდოლფი გარდაიცვალა 1813 წლის, 12 სექტემბერს, კარტერ ჰილში, მილვუდის მახლობლად, კლარკის ქაუნთიში.